დიდთოვლობა საქართველოში

დიდთოვლობის გამო ზუგდიდში საგანგებო შტაბი შეიკრიბა, სხდომას მთავრობის ადმინიდტრაციის, რეგინებთა და ადგილობრივ თვითმმართველობათა დებარტამენტის ხემძღვანელი გიორგი ამაშუნგელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ვიცე გუბერნატორი კობა ქავთარია და ადგილობრივი ხელისუფლების Energo-pro Georgia-ს (ენერგოპროჯორჯიას) წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს გზებზე არსებული ვითარება და გაირკვა, რომ ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მაგისტრალი გაწმენდილია და ახლა შიდა სასოფლო გზზები წესრიგდება. დათვლილია დიდთოვლობისგან დაზიანებულიპრობლემები სახლების რაოდენობაც. უკვე აღმოიფხვრა ქუთაისის აეროპორტში და აეროტორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. შეფერხებები აღარ არის და ყველა რეისი სრულდება. მეტეოლოგიური პრობლემების გამო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე რეისი გაუქმდა, გუშინ კი ვიზეარის მგზავრები ქუთაისის ნაცვლად თბილისის სერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდნენ, ასევა ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩამოფრინდნენ ვიზეარის მგზავრები.

დღეიდან ტემპერატურა მოიმატებს და ყინვა შესუსტდება, შესაბამისად გზებზეც გაადვილდება გადაადგილება, მანამდე მოგიყვებით იმაზე რა ხდება ცენტრალურ ვაგისტრალებზე, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის და ინტენსიური თოვლის გამო თბილისის, სენაკის და ლესელიძის 2 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. უხვი ნალექის გამო მდინარე „ჩხარა’’ ადიდდა დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, ამ ტერიტორიაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, შეგიძლიათ ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით ისარგებლოთ. იბოეთი ხევის მონაკვეთზე თოვს და ამიტომ მისამბელი და ნახევრად მისამბელი ავტომობილების მოზრაობაა აკრძალული. ზვავსაშიშროებაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე და ამიტომ ყველა სახის ავტომობილის გზაზე მოძრაობა აიკრძალა.

არჩილ ხაბაძემ დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახი მოინახულა შაინიძეების მეოთხი დღეა უკვე ნათესავებთან ცხოვრობენ, სახლი სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. დაზიანებულია საყრდენი კედლებიც. აჭარის მთავრობის თავჯდომარე შაინიძეების ოჯახს დახმარებას პირდება, ზარალს კომისია ითვლის.

Leave a Reply