თურქეთის სანაპიროებთან გამორიყულ ცხედრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

 

თურქეთის სანაპიროებთან გამორიყულ ცხედრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან თურქეთის სანაპიროებთან გამორიყული ცხედრების რაოდენობა გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპიროებზე სულ 34 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც. მომხდარის შემდეგ თურქეთის სანაპირო დაცვამ ზღვაში სამძებრო სამუშაოები ჩაატარა, შედეგად რვა ადამიანი გადაარჩინეს. მათი ნავი სავარაუდოდ შუა ზღვაში ჩაიძირა. ისინი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ მიღწევას.
თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწორედ თურქეთის გავლით ცდილობს ჩასვლას. 2015 წლის განმავლობაში ევროპამდე ჩასაღწევად მილიონზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა. გაერო-ს მონაცემებით, მათგან 3 771 დაიღუპა.

 

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply