საფრანგეთში ჟურნალ “შარლი ებდოზე” თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს

საფრანგეთში ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს საფრანგეთში ჟურნალ “შარლი ებდოზე” განხორციელებულ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გასულ წელს პარიზში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა პატივსაცემად მემორიალური დაფა გახსნა.
ფრანგული გამოცემა “შარლი ებდოს” რედაქციას პარიზში თავს 7 იანვარს დაესხნენ, ორმა შეიარაღებულმა ისლამისტმა 12 ადამიანი მოკლა. მათ შორის იყვნენ მთავარი რედაქტორი და სამი წამყვანი კარიკატურისტი. თავდასხმა მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების გამოქვეყნებამ გამოიწვია. თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალმა დღეს სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომლის გარეკანზეც გამოსახულია ღმერთი იარაღით. კარიკატურას თან ახლავს წარწერა: “ერთი წელი გავიდა: თავდამსხმელი ჯერ კიდევ თავისუფალია”.

 

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply