დებატები ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა

two-tv-debates-set-for-september-9-and-14.w_lსადავოდ აღარავის მიაჩნია, რომ დებატები ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რომელსაც შეუძლია, გაახალისოს, უფრო შემოქმედებითი გახადოს სასწავლო პროცესი. ის ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის ძალზე მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესება-განვითარებას. კიდევ შეიძლება ჩამოვთვალოთ კოგნიტური და შემეცნებითი უნარები, რომლებსაც მოსწავლეები დებატების მეშვეობით განივითარებენ: აბსტრაქტული აზროვნება, მოქალაქეობის გრძნობა, ეტიკეტის გაცნობიერება და დაცვა, თვითორგანიზება, საკუთარი თავის რწმენა, საჯარო მეტყველების კულტურა, კვლევა, გუნდური მუშაობა. ხანდახან ხდება ისე რომ დებატებში გუნდის ყველა წევრი ვერ იღებს მონაწილეობას,იმის გამო,რომ მათ მათზე უფრო აქტიურები “ჩაგრავენ”.debat

1.”სამი ბარათის” სტრატეგია – ეს სტრატეგია ყველა მონაწილეს აძლევს შანსს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მონოპოლიზებულ იქნეს უფრო აქტიური მონაწილეების მიერ. ამ სტრატეგიის მიხედვით, დებატების წარმმართველი თითოეულ მოსწავლეს დებატების დაწყებამდე აძლევს სამ (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ორსაც) ბარათს, რომლებზეც წერია სიტყვები “შეკითხვა ან კომენტარი”. თუ პიროვნებას დისკუსიაში ჩართვის სურვილი ექნება, ასწევს ბარათს, ხოლო მას შემდეგ, რაც დასვამს კითხვას ან გააკეთებს კომენტარს, ბარათს გვერდზე გადადებს და ჩააბრუნებს. მას სამჯერ ექნება დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა. ამრიგად, ეს სტრატეგია აიძულებს მას, კარგად დაფიქრდეს და მერე ჩაერთოს დისკუსიაში. ეს განსაკუთრებით ეხება აქტიურ მონაწილეებს. ისინი ეცდებიან გაიაზრონ, ღირს ბარათის “დაკარგვა” იმ კომენტარად, რომლის გაკეთებასაც აპირებენ, თუ ის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული კომენტარისთვის შემოინახონ. სამივე ბარათის გამოყენების შემდეგ ეს პიროვნება ეთიშება დისკუსიას, სანამ ყველა მონაწილე არ გამოიყენებს თავის ბარათებს.
2.”დათვლის” სტრატეგია – იგი, ფაქტობრივად, ზემოთ აღწერილი სტრატეგიის იდენტურია, თუმცა შეიძლება, დებატებში უფრო გამოცდილ ჯგუფთან გამოვიყენოთ. ამჯერად მონაწილე ბარათების ნაცვლად ხელით იძლევა ნიშანს, რამდენჯერ მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში იმ მომენტისთვის. პირველ ცდაზე ის უბრალოდ ხელს აიწევს, მეორე ცდაზე საჩვენებელ თითს აღმართავს იმის ნიშნად, რომ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა, მესამე ჯერზე კი ორ თითს ასწევს იმის ნიშნად, რომ უკვე ორჯერ გააკეთა კომენტარი და ამით ამთავრებს დისკუსიაში მონაწილეობას, სანამ ყველა დანარჩენი არ მიიღებს მონაწილეობას მასში.

3.სტრატეგია “ერთმანეთის კვალდაკვალ” – ეს სტრატეგია ლინკოლნ-დუგლასის დებატების ფორმატის ერთგვარი ალტერნატივაა. ამ შემთხვევაში გუნდში 5 წევრია. თითოეული გუნდის წევრი წარმოადგენს სადებატო საკითხის ერთ ასპექტს. მთელ გუნდს აქვს წინასწარ განსაზღვრული დრო (ვთქვათ, 5 წუთი), შესაბამისად, თითოეულ წევრს მიეცემა თითო წუთი. გუნდის პრეზენტაციას იწყებს პირველი წევრი მთავარი არგუმენტით. მას არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ერთ წუთზე მეტხანს და თავისი გამოსვლის დასასრულს უნდა მოასწროს გუნდის იმ წევრის დასახელება, რომელიც პრეზენტაციას გააგრძელებს. პირველ პრეზენტატორს სიგნალი მეორემ უნდა მისცეს ხელის აწევით. ამ ჟესტით პრეზენტატორი მიხვდება, ვინ არის მზად პრეზენტაციის გასაგრძელებლად. არ შეიძლება გუნდის რომელიმე წევრის მეორედ დასახელება, ვიდრე თითოჯერ ყველა არ მიიღებს მონაწილეობას.

Leave a Reply