პარიზის ტერაქტთან დაკავშირებული სიახლე

ბელგიელმა გამომძიებლებმა იმ ბინას მიაგნეს, სადაც სავარაუდოდ, პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი, ტერაქტების განხორციელების შემდეგ იმყოფებოდა. როგორც “ბიბისი” იტყიბინება, ბრიუსელში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აბდესლამის თითის ანაბეჭდები და მასალა იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის გამოიყენეს. ბელგიის პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ჩხრეკისას, რომელიც ბინაში 10 დეკემბერს ჩატარდა, აღმოჩენილია ასევე ე.წ. შაჰიდის ქამრები. ბინა ყალბი დოკუმენტების მქონე პირმა იქირავა. პარიზში ტერაქტების სერია 13 ნოემბერს განხორციელდა, შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი კი დაშავდა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply