ვეგეტარიანელობა

დღეს დღეობით იშვიათია ოჯახი ხორცს , რომ არ მიირთმევდეს.  განსაკუთრებით ახალ წელს როდესაც  ყველაოჯახიდან გაისმის ღორის ხმა. ადამიანები იმდენად დამოკიდებულები გავხდით ცოცახალი ორგანიზმების  მოკვლით და ჭამით, რომ მათ გრძნობებზე და ტკივილებზე აღარც კი ვფიქრობთ. ვერ ვხვდებით, რომ ამით მათ ვტკენთ და სიცოცხლეს ვუმცირებთ.

ეთ-ერთი კინოს  ყურების დროს, რომელიც  კანიბალებზეა  ჩემზე ძალიან  დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა ეს ყველაფერი კი აისახა ახალი წლების წინა დღეებში, როდესაც ჩვენც  ტრადიციულად ღორი უნდა დაგვეკლა. დავინახე  როგორ გათიშეს, გაატყავეს,  ხელ-ფეხი  მოაჭრეს ,შემდეგ თავი და ბოლოს  სხეულის სხვადასხვა ორგანიზმები ამოუღეს ,ეს ყველაფერი კი  ადამიანთან გავაიგივე და მათ მდგომარეობაში შევედი, ამის მერე კი გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი ვეგეტარიანელი! შემომიერთდით!  თქვენც და ერთად  მოვსპოთ ტრადიცია, სადაც  ყოველთვის ჩვენი ხელით ცოცხალი ორგანიზმები ამთავრებენ  სიცოცხლეს!

ვეგეტარიანელობაზე მოვიძიე უფრო მეტი ინფორმაცია და თუ სურვილი გაგიჩნდათ შეგიძლიათ თქვენც გაეცნოთ.

ვეგეტარიანელობა — ცხოვრების წესი, ხასიათდება უპირველეს ყოვლისა კვებით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ცხოველის ხორცს (ასევე ფრინველის, თევზის და ა.შ.). ვეგეტარიანელობაში არსებობს იგივე მოძრაობა — ვეგანობა, რომლის მიმდევრებიც უარს იძახიან ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე როგორც კვებაში (ძუძუმწოვრების რძეზე, კვერცხზე), ასევე საოჯახო ნივთებზეც (ბეწვი, ტყავი, და ა.შ.).
ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, ტერმინი ვეგეტარიანელი (vegetarian) მოდის ინგლისური სიტყვიდან – vegetable(მცენარე, ბოსტნეული). ლექსიკონში აღნიშნულია, რომ სიტყვა მხოლოდ 1847 წელს, ვეგეტარიანული საზოგადოების შექმნის შემდეგ გახდა პოპულარული. თუმცა არსებობს ტერმინის მოხმარების უფრო ადრინდელი შემთხვევებიც.

ვეგეტარიანული საზოგადოება, რომელსაც მიეწერება შექმნა ტერმინის „ვეგეტარიანელი“ თავისთვის, ამტკიცებს, რომ იგი ჩამოყალიბდა ლათინური სიტყვისგან vegetus (მხნე, ნედლი, ცოცხალი).
ვეგეტარიანელები არ ხმარობენ საკვებში ხორცს, ფრინველს, თევზს და ცხოველური წარმოშობის ზღვის პროდუქტებს. რძის პროდუქტებს და კვერცხს ვეგეტარიანელების მხოლოდ ნაწილი იგნორირებს. სადავო პროდუქტებს ასევე ეკუთვნის თაფლიც. სოკო ტრადიციულად ეკუთვნის მცენარეულობის საკვებს, თუმცა თანამედროვე მეცნიერება გამოყოფს მათ ცალკე სამეფოში.

ზოგი ვეგეტარიანელი, კვების პროდუქტების გარდა, ასევე იგნორირებს:

ტანსაცმელს და სხვა პროდუქციას, რომლის ნაწილებიც ბეწვის ან ტყავისგან არის დამზადებული.
1 ოქტომბერი – ვეგეტარიანელობის მსოფლიო დღე

1 ნოემბერი – ვეგანის საერთაშორისო დღე.

 

Leave a Reply