ვის შეუძლია იყოს მოხალისე?

Volunteerამ კითხვას ხშირად ასე პასუხობენ: მოხალისე შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი, ჭკვიანი, პასუხისმგებელი, ადამიანი რომელიც ფსიქიკურად ჯანმრთელი და შესაბამისი კომპეტენციების მქონეა. მოხალისე შეგნებულად უნდა საქმიანობდეს სხვათა საკეთილდღეოდ. შეგნებულობაში იგულისხმება ჯანმრთელი ფსიქიკური მდგომარეობა რომელიც ზრდასრულ პიროვნებას საკუთარი საზოგადოებისათვის პოზიტიური საქმიანობის საშუალებას აძლევს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ რა თქმა უნდა ყველას არ შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა. ეს დამოკიდებულია მოცემული პროგრამის საჭიროებებზე და მოხალისის პირად შესაძლებლობებზე. რა პირადი თვისებები უნდა გააჩნდეს მოხალისეს? ამ კითხვაზე პასუხი უამრავ წინააღმდეგობრივ მოსაზრებას ბადებს და ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიას ჩვენი ტრენინგების დროს. ხშირ შემთხვევაში სახელდება შემდეგი თვისებები: გახსნილობა, ემპათიურობა, უანგარობა, თანამშრომლობის უნარი, ნებაყოფლობითობა, პროფესიულობა, თავგანწირვა, ტოლერანტობა, ძლიერი მოტივაცია და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლოდინი მოხალისის მიმართ უდიდესია. მას ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორც განსაკუთრებულ, იდეალურ პიროვნებას. მეორე მხრივ, პრაქტიკაში ასეთი მიდგომა მიგვიყვანდა უტოპიამდე და არ მოგვცემდა მოხალისეებთან შედეგიანი თანამშრომლობის საშუალებას. რა თქმა უნდა პოტენციურ მოხალისეს შეიძლება გააჩნდეს ზოგიერთი აღნიშნული თვისება მაგრამ ყველა ამ თვისების მატარებელი ადამიანის პოვნა რა თქმა უნდა ძნელია.

Leave a Reply