ბორჯომში მე-12 კლასელი ბიჭი გარდაიცვალა

1452514696228344ბორჯომში მე-12 კლასელი ომარ გელაშვილის თვითმკველობის ფაქტზე საუბარი უჭირთ თანატოლებსა და სკოლის დირექტორს.
მეგობრები ბაჩის (კლასელები გარდაცვლილს ასე ეძახდნენ) უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენენ.
“მუდამ მხიარული და გაღიმებული მემახსოვრები, არასდროს დაგივიწყებ ჩემო ძმაო” – წერენ გარდაცვლილის მეგობრები სოციალურ ქსელში.
ომარი ბორჯომის მე – 6 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, როგორც “სკოლის დირექტორმა ქეთევან ხაჩიძემ აღნიშნა, ახალგაზრდა უკონფლიქტო იყო და სტუდენტობისთვის ემზადებოდა.

“სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. მას არავისთან არ ჰქონია კონფლიქტი, მისი კლასი ძალიან შეკრულია, მეგობრულობით გამოირჩევა, ყველა განადგურებულია მომხდარის გამო”- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, ბიჭმა სუიციდს გვიან ღამით, სახლთან ახლოს მდებარე მიტოვებულ ქოხში მიმართა.

გარდაცვლილი მისივე ოჯახის წევრებმა იპოვეს.

“მუდამ მხრიარული იყო ჩემი ომარი. ყველას, გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელ კლასს განსაკუთრებულად უყვარდა, მისი უკონფლიქტო და ხალიასიანი ბუნების გამო. გონზე ვერ მოვსულვართ, გვიჭირს მიზეზებზე საუბარი. შორსმიმავალი ეგმები ჰქონდა. მისი დის მსგავსად, ექიმობაზე ოცნებობდა და აქტიურად ემზადებოდა სტუდენტობისთვის”- აღნიშნა პედაგოგმა.

მისი თქმით, მოზარდს სერიზული სასიყვარულო ურთიერთობაც არ ჰქონია.

Leave a Reply