ექსკლუზივური ინტერვიუ მომღერალ იაგო კუპრეიშვილთან

10343690_326688204163016_3130895854916198862_nიაგო კუპრეიშვილი ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი მომღერალია. ეს ინტერვიუ -მისი საქმიანობის პირადი ცხოვრების და სამომავლო გეგმების შესახებაა.

 

 -ბატონო იაგო გვიამბეთ თქვენს შესახებ რომელი წლიდან მღერით?

-პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს. განსაკუთრებით  ემიგრანტებს  მინდა  მივულოცო  ახალი  წელი  და  ვუსურვებ  მშვიდობით  დაბრუნებულიყვნენ  თავიანთ  მიწა  წყალზე.  სიმღერა  ჩემი ოჯახური  ტრადიციაა,  როგორც  ყველა  ქართული ოჯახი, ისე ჩემიც  სტუმართმოყვარეა  და ჯერ  კიდევ  ღრმა  ბავშვობაშივე  ჩვენს  სუფრაზე  გაჟღერებული  ქართული  ჰანგები  მნუსხავდა  ყოველთვის  და  ჩემი  მუსიკისადმი  დამოკიდებულაც  აქედან  მოდის. მითუმეტეს  დედა  პროფესიონალი  პიანისტია  და მასტერ  კლასებს  მისგანაც  ვღებულობდით  ხოლმე .(იცინის)

 

-მოგვიყევი რითი ხარდაკავებული ამჟამად და რასაპირებ მომავალში?

თითქმის  2  წელია  რაც  დავოჯახდი და მთელი  ამ  ხნის  განმავლობაში  1  სიმღერაც  არ  ჩამიწერია.  ცოლმა  და  შვილმა  დამავიწყა  ყველაფერი , (იცინის) მაგრამ  უახლოეს  მომავალში  აუცილებლად  მივაწვდი  ჩემს  მსმენელებს ახალ  სიმღერებს.

 

-სიმღერებს  თავად  წერთ თუ სხვის სიმღერებს მღერით?

მე  თვითონ   ვწერ  სიმღერებს, მაგრამ ახლა  ამის  დრო  ნამდვილად  არ  მაქვს.   ძირითადად  უცხოელი კომპოზიტორების  ნამუშევრებს ვმღერი. აქვე  მინდა  ავუხსნა    ადამიანების  იმ  კატეგორიას,  რომელთაგან  ხშირად  გამიგია,  რომ  მე  სხვისი  სიმღერა  მაქვს  გადაკეთებული  და  ა. შ.   ჩემო  კარგებო,  ეტყობა  თქვენ  არ  გსმენიათ  საავტორო  უფლებების  შესახებ  რამე. მინიმუმ 50 000 დოლარია  ჯარიმა  სიმღერის  მისაკუთრებისთვის  და  როცა  გაიგონებთ  ჩემგან  ან  თუნდაც  სხვა  მომღერლისგან  რომელიმე  უცხოური  სიმღერის  ჩვენეულ – ქართულ   ვერსიას,  იცოდეთ,  რომ  ყველაფერი  შეთანხმებულად  ხდება  დღეს 21-ე  საკუნეში  და  არავის  არაფერი მოუპარავს.  (იცინის)

 

-საყვარელი მომღერალიგეყოლება ალბათ, და რომელცნობილ შემსრულებელთანისურვებდი თანამშრომლობას?

საყვარელი  მომღერალი  არა,  თუმცა  არიან  შემსრულებლები  რომლებსაც  ძალიან  ვაფასებ. Michael Bolton, Guns N’ Roses, Bon Jovi  და  ა.შ.

 

-როგორია თქვენი ერთიჩვეულებრივი დღე, გარდამუსიკისა კიდევ რითი ერთობიდა რა გიტაცებ?

ვმუშაობ  თავდაცვის  სამინისტროში  და  შესაბამისად  ძალიან  დატვირთული  გრაფიკი  მაქვს, თავისუფალ  დროს  კი  ცოლ -შვილთან  ვატარებ  ყოველთვის, გავდივართ  ქალაქგარეთ  და  ბუნებაში  ვასეირნებთ  ბატონ  თომას.  ამ  ეტაპზე  მხოლოდ  ესაა  ჩვენი  გართობა.  (იღიმის)12546324_543154575849710_1444026376_o

-მიგიღიათ თუ არა რამე საპატიო ჯილდო ან მონაწილეობა რაიმე აღსანიშნავ ღონისძიებებში ან პროექტში?

მუსიკის  განხრით  არა,  არასდროს.  თუმცა ადრე სპორტულ  კარიერაში  მაქვს  რამდენიმე  მიღწევა.

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-სულ ახლახანს დავიცავი დოქტორის ხარისხი კვანტურ ფიზიკაში, ძალიან შრომატევადი იყო ეს ყველაფერი და ახლა მინდა ცოტა ხანს დავისვენო ფსიქოლოგიურად. მერე კი აუცილებლად ისევ აქტიურად მივხედავ სიმღერას.

-მადლობთ ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებებს.

-მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და ასევე გისურვებთ კარიერულ ზრდას ჟურნალისტურ მოღვაწეობაში.

Leave a Reply