ონლაინ გოგო

დღეს მინდა zoella-ზე მოგიყვეთ, რომლის შესახებ პირველად ჩემი მეგობრისგან გავიგე, ამ გოგომ თავიდანვე შემაყვარა თავი თავისი ვიდეოებით.

ზოი ელიზაბეტ საგი 1990 წელს დაიბადა. იf25970050bfe867d565e8e2a9e1ce20dს არის ბლოგერი, YouTuber-ი და მწერალი. მისი სადებოუტო რომანი, ონლაინგოგო, გამოვიდა 2014 წლის ნოემბერში და გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა.

“ხომ იცით, რა მოხდება, თუკი “კოკა-კოლას” ძლიერად შეანჯღრევთ და მერე გახსნით?  ამოიფრქვევა და ყველაფერს დაასველებს. სწორედ ასე ვრძნობ თავს. ჩემში უამრავი აზრი ირევა, ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა  სათქმელად თავდაჯერება მაკლია” – წერს ზოი თავის წიგნში და ამით ხსნის თავისი ბლოგის შექმნის მიზეზს. “მინდოდა, მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ვინმესთვის მეთქვა ის, რასაც მოვისურვებდი, როცა მოვისურვებდი და როგორც მოვისურვებდი. და არ მედარდა, რომ ჩემი ნათქვამით შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენდი, სულელი გამოვჩნდებოდი ან მეგობრებს დავკარგავდი. სწორედ ამიტომ ეს ბლოგი ანონიმურია.” მაგრამ მან არათუ დაკარგა მეგობრები არამედ პირიქით, მან უამრავი მეგობარი შეიძინა მთელი მსოფლიოდან და დღეს მის ბლოგს მილიონი მნახველი ყავს. არანაკლებ პოპულარულია მისი ვიდეობი youtube-ზე.

გირჩევთ მისი წიგნი ყველამ წაიკითხოთ, რომელიც გაგიზიარებთ ცხოვრების გამოცდილებას. და ნამდვილად არ მოიწყენთ თუ მის ვიდეობსაც გადაავლებთ თვალს. :)

Leave a Reply