რის გაკეთება შეუძლია მოხალისეს?

we-heart-volunteersმიუხედავად იმისა თუ რამდენად დიდი გამოცდილება აქვს განაკვეთზე დასაქმებულ თანამშრომელს, ადამიანის ცოდნა მაინც შეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებს მსგავსი ცოდნა აქვთ და ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნიან. ამ თვალსაზრისით მოხალისეებს განსხვავებული ელემენტი შემოაქვთ სამსახურში. ამიტომ ღირს ვიზრუნოთ იმაზე რომ დავალებას ასრულებდნენ განსხვავებული ასაკის, გამოცდილების, პროფესიის, უნარების მქონე მოხალისეები რომლებსაც სამუშაოს შესრულებაში ახალი პერსპექტივები შემოაქვთ. მოხალისის სამუშაოს ორგანიზება და შესრულება პროფესიონალური უნდა იყოს. ასეთი განხცხადება ზოგს ზედმეტად პრეტენზიული შეიძლება მოეჩვენოს რადგანაც მსგავს საქმიანობას სამუშაოდ არ თვლიან (ვინაიდან შემოსავალი არ მოაქვს) და არც მოხალისეს აღიქვამენ პროფესიონალად. დღესდღეობით მოხალისეობრივი საქმიანობის სფეროში სიახლეს წარმოადგენს ის რომ მოხალისეები შეიძლება ასრულებდნენ ნებისმიერი ხასიათის სამუშაოს და არა მარტო მარტივ სამუშაოს რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ, პროფესიონალურ მომზადებას. მოხალისე შეიძლება იყოს არა მარტო დამხმარე, აღმზრდელი, სოციალური მუშაკი არამედ იგი ასევე შეიძლება იყოს მასწავლებელი, ინფორმატიკის სპეციალისტი, პოლიტიკოსი, ინჟინერი, გრაფიკოსი რომელიც სხვებს ეხმარება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. როდესაც კითხულობენ, თუ რატომ უნდა ასაქმებდეს ორგანიზაცია მოხალისეებს, ვპასუხობთ რომ: • შეუძლიათ შეასრულონ სამუშაო, რომელიც არ შედის განაკვეთით გათვალისწინებულ მოვალეობებში; • შემოაქვთ ახალი განზომილება (ტალღა) ჩვენს ორგანიზაციაში; • აქვთ ახალი იდეები, არ არიან შეზღუდულნი ორგანიზაციის სტრუქტურით; • ქმნიან დამატებით გუნდს, რომელიც ჩართულია ჩვენი ორგანიზაციის მისიაში; • ზრდიან ნდობას ჩვენი საქმიანობის მიმართ; • პირადად ავრცელებენ მოსახლეობაში ჩვენი ორგანიზაციის მისიას; • იზიდავენ თანხებს; • მათი საქმიანობა წარმოადგენს სამოქალაქო აქტივობის ერთ-ერთ ფორმას; • ეს არის საზოგადოებრივი კონტროლის საშუალება, რომელიც ზრდის ნდობას ადგილობრივ მოსახლეობაში. თუ ორგანიზაციას სურს ჰყავდეს ეფექტურად მომუშავე და კმაყოფილი მოხალისეების ჯგუფი, უნდა დაადგინოს ორგანიზაციის და მოხალისეების საჭიროებები.

Leave a Reply