უკანონო თევზჭერა, ხე–ტყის მოპოვება და გადამუშავება – კანონდარღვევის ფაქტები ბორჯომში

12440493_1409049885776092_873155835535805974_o.jpgგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე.  ამოღებული და დალუქულია სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი.

ასევე, სამმართველოს თანამშრომლებმა ჭობისხევსა და დაბა ახალდაბაში საცხოვრებელი სახლის ეზოებში უკანონოდ მოქმედი ორი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

განხორციელდა მათი დემონტაჟი, რის შემდეგაც ისინი გადატანილი იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

 

12465847_1409058312441916_1829637859675816088_o.jpgუკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი აღმოაჩინეს სამმართველოს თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანში. ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი იქნა ნანახი ბორჯომი სოფელ ჭობისხევშიც.
სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი ოქმები.

informacia mopovebulia telekompania tv9

Leave a Reply