ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება ისტორიაში

რომელმა ადამიანმა მოახდინა ისტორიიდან ყველაზე დიდი ეფექტი ჩვენს ცხოვრებაზე? ექსპერტები თვლიან, რომ ეს კაცი არის იოჰან გუტენბერგი. გუტენბერგი ცნობილია ბეჭდვის გამოგონებით, მაგრამ მას ის არ გამოუგონებია, მან უბრალოდ იპოვა ბეჭდვის უკეთესი გზა.ადრე ხალხი ბეჭდავდა ხის ნაჭრების გამოყენებით ან უბრალოდ წერდნენ ხელით, ამიტომ წიგნები იყო ძალიან იშვიათი და ძვირი. მათი ყიდვა და წაკითხვა მხოლოდ მდიდარ ხალხს შეეძლო. თანდათან უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლა კითხვა და წიგნები გახდა უფრო პოპულარული. მთელს მსოფლიოს სურდა ეპოვნა უფრო მარტივი, იაფი და სწრაფი გზა ბეჭდვისა.გუტენბერგს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ბეჭდავდნენ ჩინეთში. მისი იდეა იყო გაეკეთებინა მეტალის შტამპი ანბანის ყველა ასოსთვის და გამოეყენებინა ისინი კვლავ და კვლავ.  საბეჭდ მანქანას შეეძლო დაებეჭდა ასობით ასლი ძალიან სწრაფად.გუტენბერგს დასჭირდა დიდი დრო რომ გაეკეტებინა ანბანის ყველა ასო, საბოლოო მანქანის დასამზადებლად ფული არ ჰქონდა, ამიტომ ფული ისესხა იოჰან ფუსტისგან. ისინი გახდნენ ბიზნეს-პარტნიორები. 1455 წელს დაბეჭდეს პირველი წიგნი – ბიბლია.იოჰან ფუსტი იყო კარგი ბიზნესმენი და ის ხვდებოდა გუტენბერგის გამოგონების მნიშვნელობას. მან გუტენბერგს უჩივლა სასამართლოში ნასესხები ფულისთვის. გუტენბერგს ფული არ ჰქონდა, ამიტომ ფუსტმა მას საბედი მანქანა ჩამოართვა და დაიწყო თავისი ბიზნესი. გუტენბერგი გარდაიცვალა 1468 წელს, ღარიბ კაცად.დღეს ხალხს ახსოვს იოჰან გუტნბერგი. ქალაქ მეინზში არის მისი ძეგლი და მუზეუმი. მისი საბეჭდი მანქანა ამ მუზეუმში ინახება, ყოველ დღ ე მუზეუმში ბეჭდავენ რამოდენიმე გვერდს, იმის საჩვენებლად რომ ის ისევ მუშაობს. ახლა მხოლოდ 48 ასლია პირველი ბიბლიისა. ის არის ყველაზე ძვირი წიგნი მსოფლიოში. 1987 წელს გუტენბერგის ბიბლია  ნიუ-იორკში გაიყიდა 5,3 მილიონ დოლარად.

Handtiegelpresse_von_1811download

 

 

Leave a Reply