მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

12400943_145801072462615_6675021173417012167_n

ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი, რომელიც ცნობილი იყო “ჰარი პოტერში” პროფესორ სნეიპის და “კერკეტ კაკალში” ჰანს გრუბერის როლებით, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგოც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მსახიობი სიმსივნით გარდაიცვალა. რიკმანი ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და დაფასებული მსახიობი იყო, რომელმაც ამერიკაშიც არაერთისაკულტო პერსონაჟი და დასამახსოვრებელი როლი შექმნა.
რიკმანის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: “მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი სიმსივნით გარდაიცვალა 69 წლის ასაკში. გარდაცვალების ჟამს მასთან იყვნენ ოჯახის წევრები და მეგობრები”.
2009 წელს ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი თბილისში იმყოფებოდა. ალან რიკმანმა 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქართველი ხალხისადმი მეგობრობის ნიშნად, რუსთაველის თეატრში უილიამ შექსპირის ჰენრი მეხუთე წარმოადგინა.

“-After all this time?
-Always ” <3

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply