სტამბოლში თავდასხმასთან კავშირში მყოფი შვიდი ადამიანი დააკავეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ორი დღის წინ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი შვიდი ადამიანი დააკავეს.
“როიტერის” ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ეფკან ალა იტყობინება. აფეთქება 12 იანვარს სტამბოლის ისტორიულ ცენტრში, სულთანაჰმედის მოედანზე მოხდა. შედეგად ათი გერმანელი ტურისტი დაიღუპა. თურქეთის სამართალდამცავი უწყების ცნობით, თვითმკვლელი-ტერორისტი, რომელმაც თავი აიფეთქა, თურქეთში სირიელი ლტოლვილის სტატუსით შევიდა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply