ჯაკარტაში თავდასხმები “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დღეს თავდასხმები “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელა. ამის შესახებ “ბიბისი” ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ მედიაგამოცემაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის ობიექტები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით თავად “ისლამურ სახელმწიფოს” ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. დღეს ჯაკარტაში მომხდარი თავდასხმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. თავდასხმები შვიდმა ადამიანმა განახორციელა, მათგან სამი მკვდარია, ოთხი კი დაკავებული. ამ დროისთვის ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply