დისკუსია ბულინგის შესახებ ერტისის საჯარო სკოლაში

ერტისის საჯარო სკოლის IX კლასში მოეწყო დისკუსია ბულინგის თემაზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს პრობლემასთან ბრძოლის გზებზე. დისკუსია საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, კლასის ყველა მოსწავლემ გამოთქვა თავისი მოსაზრება.
ლია მანთაშაშვილი, IX კლასი: “რა თქმა უნდა, მხოლოდ დისკუსიებით ვერაფერს გავხდებით, მაგრამ პირველ რიგში უნდა გვქონდეს საკმარისი ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გავხდებით ბულინგის მომსწრე.  თითოეულ ჩვენგანს უკვე სხვა შეხედულება აქვს ბულემიასთან დაკავშირებით და მას უკვე ვუყურებთ როგორც ,,პრობლემას” და არა როგორც ,,ბავშვურ ხუმრობას”.

Leave a Reply