პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში

25 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში, წარადგინა 2015 წლის ივლისი–დეკემებრში ქვემო ქართლში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე სამიზნე სკოლების აქტიურმა მოსწავლეებმა აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები გააცნეს.

სკოლების წახალისების მიზნით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯევებული სამოქალქო კლუბები, სკოლები, მოსწავლეები, სამოქალქო კლუბის ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებელები, მოსწავლეები, მარნეულის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროგრამის ხელმძღვანელები.

http://momavlistaoba-siqa.blogspot.com/IMG_9262

Leave a Reply