შემაჯამებელი შეხვედრა ბოლნისში

22 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობის” შემაჯამებელი ღონისძიება”, შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა 2015 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ქვემო ქართლში მიღწეული შედეგები. სამიზნე სკოლების მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლები,მოსწავლეები და მასწავლებლები.

ღონისძიებას დაესწრნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ბოლნისის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სულ 121 მონაწილე.

http://momavlistaoba-siqa.blogspot.com/IMG_9158

Leave a Reply