ბლოგერების დაჯილდოების ცერემონია

10 თებერვალს თბილისში, აირექსის განათლების მულტიმედია ცენტრში გაიმართა PH International-ის მიერ პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამოცხადებული ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდების ცერემონია.  ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის ორგანიზატორები, გამარჯვებული მოსწავლეები, ჟიურის წევრები და პროგრამის პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი ბლოგების შესახებ და ჟიურის წევრებისგან მიიღეს სიგელები და ფასიანი პრიზები. მათ შორის იყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ქეთევან კიკოლაშვილი, ლელა ქოჩორაშვილი და დიანა გოგიაშვილი.

http://momavlistaoba-siqa.blogspot.com/

IMG_1435

Leave a Reply