სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბიბილიოთეკაში არსებულ წიგნებს რესტავრაცია ჩაუტარეს

სავანეთის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკის განახლება და არსებული წიგნების რესტავრაცია გადაწყვიტეს. 2 კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა გადაარჩიეს არასაჭირო წიგნები, რესტავრაცია ჩაუტარეს დარჩენილ წიგნებს და აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების მცირე რაოდენობაა (სავანეთის საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია). მოსწავლეებმა დასახმარებლად ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკას მიმართეს. თანამშრომლობის შედეგად სკოლას გადაეცა რამდენიმე ქართული წიგნი. ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ სავანეთის სკოლის მოსწავლეებისთვის გამონაკლისი დაუშვა და გაზარდა წიგნების გატანის ხანგრძლივობა. ამასთან ერთად, მოსწავლეებს გადასცეს ბილეთები და საბავშვო ღონისძიებაზე მიიწვიეს. ახალი წიგნები სასწავლო პროცესისთვის სასარგებლო გამოდგა. ხელი შეუწყო მოსწავლეების პროდუქტიულობისა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდას.

https://momavlistaoba-siqa.blogspot.combbbbbbbbbbbbb

Leave a Reply