სიმსივნით დაავადებულთა საერთაშორისო დღე სავანეთის სკოლაში

პროგრამის  „მომავლის თაობა“ ფარგლებში სსიპ. ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფ. სავანეთის საჯარო სკოლა შეუერთდა სიმსივნით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს და  მე-9, მე-10 კლასებში ჩატარდა  საინფორმაციო  გაკვეთილები.
მოსწავლეებმა სიმსივნით  გამოწვეულ დაავადებების შესახებ მოიძიეს მასალები და გაკვეთილზე მასწავლებლებთან ერთად განიხილეს სიმსივნის გამომწვევი   მიზეზები, რისკები, მკურნალობის საშუალებები და პრევენციის გზები.
მოეწყო მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმების დროული ჩარევის მნიშვნელობას შეეხებოდა.
მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ შექმენს  პოსტერებიც, რომელიც სკოლის ფოიეში გამოფინეს და სხვა მოსწავლეებსაც გაუზიარეს.

Leave a Reply