LGBT თემი და საქართველო

17 მაისი – ესაა თარიღი როცა (თითქმის) მთელი საქართველო და რამდენიმე ათეული LGBT პირი ერთმანეთს უპირისპირდება. ესაა ”ქართული ტრადიციების” და ”ევროპული გარყვნილების” შეტაკება, ”ქართველობისთვის ბრძოლა” და ა.შ.  თუმცა უცხო თვალიდან დანახული 17 მაისი მეტი არაფერია თუ არა ძალადობის და აგრესიის ზეიმი. რეალურად კი ის უბრალოდ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა.

download (4).jpg

საქართველოში სულ რამდენიმე წელია რაც ფართოდ განიხილება ეს თემა. რასაკვირველია საზოგადოებას გარკვეული დრო ესაჭიროება რათა გამოვიდეს იმ პერიოდიდან როცა ამ თემაზე არათუ საუბარი, არამედ ფიქრიც კი იკრძალებოდა.

ხშირად მესმის ფრაზები იმის შესახებ რომ LGBT პირები”ახლები” არიან ქართველი ხალხისთვის. თუმცა ალბათ ყველასთვის ცნობილია სინამდვილეში რამდენ წელს ითვლის ”არატრადიციული ორიენტაცია”. ჩვენთვის ახალია უბრალოდ ამ თემის საჯაროდ განხილვა.

LGBT თემი არაა განსაკუთრებულ ადამიანთა გაერთიანება. ესაა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ყველა ჩვენგანივით გააჩნიათ უფლებები, მოვალეობებიც. მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ისევე დაუშვებელია როგორც ნებისმიერი სხვა პირის.

ხშირად ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეები ერთმანეთთან ვერ ვათანხმებთ ტრადიციებსა და კანონს, თავმოყვარეობასა და უფლებებს, ვურევთ ერთმანეთში ევროპასა და გაეყვნილებას. შედეგად კი ვიღებთ უდანაშაულო ხალხის შეურაცხყოფას.

images (1).png

რაც შეეხება ჩემ აზრს, ვფიქრობ, რომ არც LGBT თემის და არც ქართველი ხალხის საქციელი არაა გამართლებული. LGBT საზოგადოების მხრიდან ვხედავთ გადამეტებულ აფიშირებას და ყურადღების თხოვნას, ხოლო საქართველოსგან ზედმეტად დიდი აგრესიის ჭავლს და უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს შეიმჩნევა LGBT სტატუსის პიარისთვის გამოყენება. ვფიქრობ საჭიროა საზოგადოება კარგად იქნეს ინფორმირებული თუ რას ნიშნავს LGBT თემი და ხაზი გადაესვას არასწორ წარმოდგენებს მათ შესახებ. ასევე ყველამ კარგად გააანალიზოს საკუთარი როლი და უფლებები, რათა 17 მაისმა მიიღოს ის მნიშვნელობა, რაც მას რეალურად აქვს მიკუთვნებული.

 

ნინო დვალი

მე გახლავართ ნინი დვალი. #155 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. დავიბადე თბილისში, მყავს ერთი და. დაინტერესებული ვარ სამართლით და ადამიანის უფლებებით. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებში. ''ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში'' გახლდით მოხალისეთა კლუბის წევრი. ვიყავი EMT- ის პროექტ ''ლიდერთა კლუბში'' სადაც გავიარე სამ თვიანი კურსი. ''სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბში'' წარმატებით გავიარე ჟურნალისტიკის კურსი. გავიარე 4 თვიანი კურსი ''ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი''-ს პროექტ სკოლის მოსწავლეების განვითარების პროგრამაში, რომელიც ასევე მოიცავდა იმიტირებულ სასამართლო პროცესს. ვიყავი დელეგატი YES Georgia-ს პროექტ ''NATO-ს მოდელირებაზე'', ასევე ''გაეროს მოდელირებაზე''. მონაწილეობა მივიღე ‘’ალეა’’-ს პროექტ ‘’იმიტირებულ სასამართლოში’’. ამჟამად დავდივარ ''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' საკვირაო სკოლაში

Leave a Reply