ბუნების დამცველი

00188ტყის, როგორც წყალდამცავის დანიშნულება, სუფთა წყლის მარაგის შექმნაც არის. ტყის ნიადაგში უამრავი სასარგებლო მიკროორგანიზმია და ამიტომ იგი ბრწყინვალე ფილტრსაც წარმოადგენს – ასუფთავებს წყალს ქიმიური თუ ბაქტერიული გამჭუჭყიანებლისაგან.

ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის გარემოს დაბინძურება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ბუნებას და ცოცხალ ორგანიზმებს. პოლიეთილენის პარკებისაგან გარემო საახალწლო ნაძვის ხესავით არის მორთული. 200-დან 1000 წლამდე პერიოდს მოიცავს პოლიეთილენის პარკის ს701f03aa5d2cრულად დაშლა, ხოლო მისი ნაგავში ჩაგდება სულ რამდენიმე წამს.

ქუჩაში დაყრილი ნაგვით დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით 102 დაავადებიდან 85 სწორედ დაბინძურებული გარემოთი არის გამოწვეული.

გთავაზობთ რამდენიმე ნარჩენის სრულად დაშლის დროს:

  1. ქაღალდის ხელსახოცი 2-3 კვირა
  2. ბანანის ქერქი 3-4 კვირა
  3. ქაღალდის პარკი 1 თვე
  4. გაზეთი 1,5 თვე
  5. ვაშლის ნარჩენი 2 თვე
  6. ფორთოხლის ქერქი 6 თვე
  7. შალის წინდა 1-5 წელი
  8. რძის ქაღლდის ყუთი 5 წელი
  9. სიგარეტის ნამწვი 5-10 წელი
  10. ტყავის ფეხსაცმელი 25-40 წელი
  11. ფენოპლასტის ჭიქა 50 წელი
  12. რეზინის საბურავი 50-80 წელი
  13. პოლიეთილენის კონტეინერი 50-80 წელი
  14. ალუმინის ქილა 200-500 წელი
  15. ბავშვის ერთჯერადი საფენი 500 წელი
  16. პლასტმასის ბოთლი 450 წელი
  17. პოლიეთილენის პარკი 200-1000 წელი.

როგორც ყველას ასევე მეც და ჩემს თანაკლასელებს ძალიან გვაწუხებს ის, რომ ჩვენს სოფელშიც არის ნაგვით დაბინძურებული ადგილები, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ადგილების დასუფთავება. ამაში ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძელით დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავება:). მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც ვგეგმავთ.

0012200160

მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რადგან თუ ყველა ერთად ვიქნებით გარემოს გადავარჩენთ დაბინძურებისაგან.

 

გავუფრთხილდეთ ბუნებას,

გავუფრთხილდეთ სამყაროს,

თუ გვინდა რომ მომავალი

უკეთესი გავხადოთ.

 

Leave a Reply