ნარკოტიკი და ადამიანი

ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos და ნიშნავს გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი. მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:

1.დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ. ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიც მზადდება ყაყაჩოდან მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ: ოპიუმი(„შავი“), ჰეროინი, მორფინი, მეტადონი ,კოდეინი და სხვა. დეპრესანტებს ასევე განეკუთვნება ალკოჰოლი და ა. შ.

  1. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია: კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები(ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.

  2. ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს–ჰალუცინაციებს. ესენია: LSD (ელესდი), მარიხუანა, ჰაშიში(მიიღება კანაფისგან), სხვადასხვა ტოქსიური ინჰალანტები(წებოები, საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.

ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.

ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი.
საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, არ გამოიყენოს ნარკოტიკი. ნარკოტიკი მისთვის საზიანოა, ის მის ჯამრთელობას აზიანებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ანახევრებს.

Leave a Reply