საქართველოს წითელი წიგნი

dd0ef252ccd4იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ ცხოველთა და მცენარეთა შენარჩუნების მიზნით ქმნიან „წითელ წიგნს“. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილია ცნობები 65 იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველის შესახებ. ისინი დაყოფილია 3 ჯგუფად. პირველს მიაკუთვნებენ თითქმის გადაშენებულს, მეორეს – გადაშენების გზაზე მდგარ ცხოველებს, მესამეს – იშვიათ სახეობებს.

საქართველოს „წითელ წიგნში“ შესულია 161 იშვიათ და გადაშენების პირას მისული მცენარეთა სახეობა. მითითებულია მათი სასიცოცხლო ფორმა, გავრცელების არეალი და სხვ.

ცხოველებისა და მცენარეების გარდა საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილია არაორგანული ბუნების ძეგლები, სულ 77.

გეოლოგიურ-გეომირფოლოგიურ ბუნების ძეგლებს მიეკუთვნება გამოქვაბულები, მოქანავე და გადაადგილებული ლოდები, კლდის ბუნებრივი სვეტები და კოშკები, კანიონები და ხეობები, ვულკანური ფორმები, ბუნებრივი ხიდები, ტალახის ვულკანები, განამარხებული ტყე, ფაუნა და სხვ.

ჰიდროგრაფიული ძეგლებიდან საქართველოს „წითელ წიგნში“ შესულია ზოგიერთი ტბა და ჩანჩქერი.

შევეცდები  საქართველოს „წითელ წიგნში“ შესული ცხოველებზე და მცენარეებზე მოვიძიო ინფორმაცია და თქვენც გაგაცნოთ.😀

Leave a Reply