უნდა დავლიოთ თუ არა წყალი ვარჯიშის დროს?

წყალი-ვარჯიშის-დროს1

ამ საკითხის შესახებ მოსაზრებები გარკვეულწილად დაუბნეულობას იწვევს, სხვადასხვა დროს მიღებული განსხვავებული სტანდარტების გამო. ის რომ, ვარჯიშის დროს წყლის დალევა არ შეიძლება, მავნებელია, თირკმელების გადატვირთვას იწვევს, წონის კლების შეფერებას იწვევს და ა.შ. უკვე მოძველებულ და მცდარ შეხედულებად ითვლება. წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებში და მის ნაკლებობას დეჰიდრატაციის სახით, სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმისთვის. წყალის სათანადო რაოდენობის მიღება მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროსაც. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს მეორე საფრთხეც, რომელსაც ხანგრძლივი ინტენსიური ვარჯიშის დროს წყლის ჭარბი რაოდენობის მიღება იწვევს და რაზეც დამყარებული იყო თავის დროზე მოწინააღმდეგეთა არგუმენტები.

ეს განსხვავებული მოაზრებები ბევრი მცდარი წარმოდგენის და მითის მიზეზი გახდა. ამიტომ, ვფიქრობ ამ საკითხში საორიენტაციოდ უმჯობესია დღესდღეისობით არსებულ სტანდარტებს გავეცნოთ და დავეყრდნოთ, რომელიც სპორტული მედიცინის სფეროში მოქმედი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერაა შემუშავებული.

Leave a Reply