ჯეკ ლონდონი – მარტინ იდენი

a9f041a2e00e3e845d45cb686b709cacრამდენიმე დღის წინ დავამთავრე ეს არაჩვეულებრივი წიგნი, რომელმაც დიდი სიამოვნება და ამავდროულად ცხოვრებისეული გამოცდილება მომანიჭა. ახალგაზრდა ბიჭი, მარტინ იდენი, რომელიც იყო მუშათა კლასიდან სიყვარულმა აქცია გენიალურ პიროვნებად. მან გაუძლო უამრავ გასაჭირს, რათა გატოლებოდა არისტოკრატებს და გამხდარიყო  სატრფოს, რუთის, ღირსი. მარტინი დღე-ღამეში ძილს, მხოლოდ ხუთ საათს უთმობდა, დანარჩენ დროს კი წიგნების კითხვაში ხარჯავდა. ახალგაზრდა მეზღვაური, რომელსაც არავითარი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, თვისი მიზანდასახულობით გაუსწრო არისტოკრატებს და ინტელექტუალურად დადგა მათზე მაღლა. მარტინი წერდა გენიალურ ნაწარმოებებს, თუმცა მას ვერ ამჩნევდნენ  და სცხებდნენ ლაფს,რომელთა შორის იყო რუთიც. იგი თავისი თავის იმედს არასდროს კარგავდა და დარწმუნებული იყო, რომ მიაღწევდა მიზანს. მისი ბრძოლა შეწყდა მაშინ, როდესაც ბრბოს მიმხრობილი რუთი დაშორდა მარტინს. ყოველთვის რაღაცის დასარულს მოსდევს დასაწყისი და ამ დროს დაიწყო მარტინის წარმატება, მისი სახალხოდ აღიარება, თუმცა მარტინისთვის ამას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დაკარგა ადამიანების და სიყვარულის რწმენა.

ჯეკ ლონდონის ეს ნაწარმოები არის დამაფიქრებელი ცხოვრებაზე და იმაზე, რომ ადამიანი მონდომებით შეძლებს შეუძლებებლს . ვისაც არ გაქვთ წაკითხული დამიჯერეთ დიდ სიამოვნებას მიიღებთ!

Leave a Reply