9 მაისი! რა მოხდა ამ დღეს…

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 69–ე წლისთავიაღინიშნება. შრომის კოდექსით 9 მაისი უქმე დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

imgres

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.
ვულოცავ ყველა ვეტერანს 9 მაისს, ისინი მართლაც გმირები და საამაყონი არიან.❤
გთავაზობთ მათ ციტატებს:)

“ვინც ვიბრძოდით ამ ომში, მეტნი ქართველები ვიყავით, ამითი ვამაყობთ და გვეამაყება, რომ გადავრჩით და დღეს ვდგევართ დემოკრატიის გზაზე.”

“მე ქერჩში ვიბრძოდი. იქ ქართველების დივიზია იყო. მოგვაწვნენ და წყალში გადავცვივდით. ცურვა ვიცოდი კარგად და იმან გადამარჩინა.”

“მე ვიბრძოდი სამხრეთ-დასავლეთის ფროტზე. ჩვენს 202-ე პოლკში ქართული სიმღერა გუგუნებდა, იმდენი ვიყავით იქ. ”

“ერთადერთი ვარ საქართველოდან, ვინც ასეულის მეთაური ვიყავი “კატიუშაზე”. ვარ გეოლოგიის დამსახურებული მუშაკი, დამსახურებული პენსიონერი. ვიყავი, ახლა აღარაფერი აღარ ვარ. ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო, შვილო… ”
get_img

 

Leave a Reply