9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

1333955561_9-aprili1
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში, ეს დღე, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო აღინიშნება.

1945 წლის 8 მაისს, კარლჰორსტში, ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხალი. ხოლო 9 მაისს, საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი პრაღა. ამის შემდეგ, სწორედ ამ დღეს აღინიშნება დიდი სამამულო ომის დასრულება.

8 და 9 მაისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.

1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ – 1965 წლის 26 აპრილს.

Leave a Reply