ბუნებრივი რესურსების მეორეული გამოყენება

usa_green_environment_concept

ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა ბუნებრივ რესურსებს და, ამასთან, არასდროს უფიქრია მის ამოწურვაზე. ჩვენი პლანეტის მარაგი კი თანდათან მცირდება.

ოდესღაც დედამიწაზე დადგება დრო, როცა ადამიანთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ბუნებრივი რესურსები აღარ იარსებებს. ამიტომ საჭიროა ბუნებრივი მასალების დაცვა, ასევე მასალების ხელახალი გადამუშავება და საწვავის განახლებადი წყაროების გამოყენება. ეს მიწისქვეშა რესურსების ხანგრძლივად გამოყენების საუკეთესო გზაა.

რესურსების მოხმარების შემდეგ რჩება ნარჩენები – ის, რაც ადამიანს აღარ სჭირდება. ჩვენს პლანეტაზე ყოველდღიურად მილიონობით ტონა ნარჩენი და ნაგავი გროვდება.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს მეორეული რესურსების დამუშავების ანუ რეციკლინგის პროგრამა. დიასახლისები ცდილობენ ნაგავი დაახარისხონ და ცალკე მოაგროვონ, მაგალითად, მინის, მუყაოს, პლასტმასის ან თუნუქის ნაწარმი, შემდეგ კი მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთებში ჩაყარონ.

გარემოს ის ნარჩენები აჭუჭყიანებს, რომელთა ხელახალი გადამუშავება რთულია. ასეთი ნარჩენებია, მაგალითად, ავტომობილებისა და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი და ცელოფნის პარკები. ზოგიერთი ნარჩენი გარემოს მხოლოდ ამახინჯებს, ზოგი მათგანი კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგალითად, სასუქები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან მდინარეებში ჩადის, თევზებს ანადგურებს და სხვ.

ენერგიის დაზოგვას ხელს ჩვენც შევუწყობთ, თუ ოთახიდან გასვლისას შუქს ჩავაქრობთ, ან მშობლებს ეკონომიური ნათურების გამოყენებას ვთხოვთ და სხვ.😀

Leave a Reply