იყავით აქტიური

sedentary-life-300x241

როგორც გამოკვლევები მოწმობს, აშშ-ს მოქალაქეთა 40%-ს მჯდომარე სამსახური აქვს და გარდა ამისა, არც თავისუფალ დროს არ უთმობენ ფიზიკურ აქტიურობას. ცხოვრების  უმოძრაო წესი, რომელიც არაერთი, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი მიზეზია, ამ ქვეყანაში ეპიდემიად იქნა აღიარებული.

„რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე ეთმობა, მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა გავრცელებული დაავადებების განვითარების და ასევე უდროო სიკვდილის რისკს“ – ასეთია აშშ-ს ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების და შესაბამისი სახელმწიფო დეპარტამენტების რეკომენდაცია.

ფიზიკური აქტიურობა:

–         ამცირებს უდროო სიკვდილის რისკს;

–         ამცირებს გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკს;

–         ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს;

–         ამცირებს მაღალწნევიანობის განვითარების რისკს;

–          ეხმარება მაღალწნევიანობის შემცირებას, მათ ვისაც უკვე აწუხებს აღნიშნული დაავადება;

–         ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს;

–         ამცირებს დეპრესიულ განწყობას და შიშებს;

–         ეხმარება წონის კონტროლს;

Leave a Reply