მაკ დონალდსის ისტორია

macd1
ორმოციანი წლების ბოლოს კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში დიკი და მაკი მაკდონალდები ეძიებდნენ ავტომობილისტების მომსახურების მიზნით გახსნილი თავიანთი პატარა რესტორნის სრულყოფის გზებს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ცოტათი შეეცვალათ თავიანთი ბიზნესი, რომელიც მათ ისედაც აძლევდათ საკმარისად დიდი თანხის – წელიწადში 200 000 დოლარის გამომუშავების საშუალებას, მათ გამოიგონეს აბსოლუტურად ახალი კონცეფცია, რომელიც ეფუძნებოდა სწრაფ მომსახურებას, დაბალ ფასებსა და დიდ მოცულობებს.

ისინი გადავიდნენ თვითმომსახურებაზე დახლთან, გადააკეთეს სამზარეულო, სადაც მთელი მოწყობილობა გაკეთდა უჟანგავი ფოლადისაგან და გათვალისწინებული იყო მასობრივი წარმოებისა და სისწრაფისათვის. გარდა ამისა მათ მკვეთრად შეამცირეს ისედაც კონკურენტუნარიანი ფასი ჰამბურგერებზე. როდესაც ძმები მაკდონალდების ახალი რესტორანი კვლავ გაიხსნა, საჭირო იყო გარკვეული დრო ბიზნესის “დასატრიალებლად”, მაგრამ მალევე აშკარა გახდა, რომ მათ ხელთ იყო ომისშემდგომი ამერიკის სული. ხმები მათი წარმატების შესახებ სწრაფად გავრცელდა, ხოლო შენობა მოპირკეთებული თეთრ-წითელი ფილებით, დახრილი სახურავითა და გვერდებზე ოქროსფერი თაღებით გახდა ინდუსტრიის უცვლელი სიმბოლო და მოდელი “მაკდონალდსის” რესტორნების პირველი “ტალღისათვის”, რომელიც გამოჩნდა ქვეყანაში.

macd2
მაგრამ ძმებ მაკდონალდებს არ სურდათ პირადად გაეკონტროლებინათ მთელ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება მათი კონცეფციის მიხედვით. ამიტომ რეი კროკი გახდა მათი განსაკუთრებული აგენტი ფრანჩაიზინგში. 1955 წელს რეი კროკმა დააფუძნა ახალი საფრანჩაიზინგო კომპანია სახელწოდებით “მაკდონალდს სისტემ, ინკ.”, ხოლო 1955 წლის 15 აპრილს ილინოისის შტატის ქალაქ დეს-პლენზში იგი ხსნის თავის პირველ “ოქროს თაღს”. აქედან იწყება კროკის “მაკდონალდსის” ისტორია.

macd3
რეი კროკმა შეინარჩუნა ძმები მაკდონალდების პრინციპები: შეზღუდული მენიუ, ხარისხიანი საკვები, საამწყობო ხაზის ტიპის წარმოების სისტემა და სწრაფი კეთილგანწყობილი მომსახურება, რასაც დაუმატა სისუფთავის თავისი საკუთარი მაღალი სტანდარტები. ხარისხი, მომსახურების კულტურა, სისუფთავე და ხელმისაწვდომობა –QSC & V– დღესაც რჩება “მაკდონალდსის” მუშაობის ძირითად პრინციპად.
macd4
პირველი რესტორანი აშშ-ს საზღვრებს გარეთ გაიხსნა კანადაში, შემდეგ ამას მოჰყვა გერმანია, ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი და ინგლისი და ა.შ. მაკდონალდსის ზოგიერთი რესტორნის გახსნა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა შეიქნა, რომ ინფორმაცია ამის თაობაზე მოხვდა მთელი მსოფლიოს გაზეთების სათაურებში
mcdonalds
ქალაქ თბილისში 1999 წლის 5 თებერვალს დილით 7000 – ზე მეტი ადამიანი დადგა რიგში მაკდონალდსის პირველ რესტორანში შესასვლელად. ამ დღემდე არცერთი რესტორანი არ ემსახურებოდა დღეში ამდენ სტუმარს.

ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ უკვე არავითარი ეჭვი აღარ არსებობდა კომპანია “მაკდონალდსის” შემდგომი განვითარების თაობაზე საქართველოში.

ამჟამად საქართველოში, ქალაქ თბილისში მუშაობს მაკდონალდსის 6 რესტორანი. კომპანიის 400 თანამშრომელი ყოველდღიურად ემსახურება დაახლოებით 7000 სტუმარს და ისწრაფვის, რათა თითოეულს დარჩეს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები რესტორანში სტუმრობისაგან.

2000 წლის 8 ივლისს გაიხსნა მაკდონალდსის რიგით მეორე “მარჯანიშვილის” რესტორანი.
2008 წლის 25 მარტს გაიხსნა მაკდონალდსის პირველი ავტომომსახურების რესტორანი საქართველოში.

2012 წლის 3 ივლისს გაიხსნა მაკდონალდსის “წერეთლის” რესტორანი.

Leave a Reply