რატომ ველოსიპედი?!

10-Health-Benefits-of-Bike-Riding-2
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ველოსიპედზე უკეთესი ადამიანს არაფერი შეუქმნია. ზოგიერთისთვის ველოსიპედი განტვირთვის წყაროა, ზოგისთვის სპორტი, ზოგისთვის კი უბრალოდ ჰობი, ისევე, როგორც ჩემთვის, თუმცა მთავარი, რის გამოც ველოსიპედი ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა – ჯანმრთელობა. ის დადებითად მოქმედებს გულზე (კარდიოვასკულარული ჯანმრთელობის გაზრდა) , კოორდინაციაზე (გაუმჯობესებული კოორდინაცია და პოზიცირება) , კუნთებზე (სიძლიერისა და მოქნილობის გაზრდა) , წელის მიდამოსა (სხეულის ცხიმთა დონის შემცირება) და სახსრებზე. (გაუმჯობესებული მობილობა) ამასთან ამცირებს მღელვარებასა და დეპრესიას, ანუ აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას.
m-1-700x336
მოგეხსენებათ საქართველოში ველოსპორტი ნაკლებადაა განვითარებული, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა მოყვარულების რიცხვს არ ვუჩივით. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ქართველი ველოსიპედისტ, თამაზ თინიკაძის ინტერვიუ, ველოსპორტის შესახებ.

-რას ნიშნავს თქვენთვის ველოსიპედი?

– ველოსიპედი ჩემთვის არა მარტო გართობის და სპორტის, ასევე გადაადგილებისთვის საშუალებაა. თბილისში დაახლოებით 3 წელია გადავაადგილდები და ამ წლების განმავლობაში ასევე ვმონაწილეობ იმ სპორტულ შეჯიბრებებში, რომელსაც ზოგს არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ, ზოგს ჩვენ ვგეგმავთ და ასევე სპორტული მაღაზიები…
13233273_1297552326940039_1621638739_n-768x510
– რატომ აირჩიეთ სპორტის ეს სახეობა?

– როცა მე ველოსპორტით დავინტერესდი, საქართველოში შედარებით სიახლე იყო. რამდენიმე ვიდეორგოლი ვნახე, რომელიც კოჯრის ველოპარკში გადაიღეს. საქართველოსთვის ეს ძალიან ლამაზი და უნიკალური ველოპარკია. ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი დაინტერესება, თან იმ დროისთვის პროფესიონალური სამთო ველოსიპედიც ხელმისაწვდომი გახდა, რაც, მაგალითად, 5-6 წლის წინ საქართველოში არ იყო. ბოლო პერიოდში გაჩნდნენ ის დილერები, რომლებსაც უცხოეთიდან პროფესიონალური ველოსიპედები ჩამოაქვთ. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ შეიძინოს და გახდეს ველოსპორტსმენი, ან მოყვარული…
13228076_1297552310273374_682248367_n-300x200
– ველოსიპედი – კარგი საშუალება…

– ველოსიპედით გადაადგილება, პირევლ რიგში, ძალიან კარგია ახლო მანძილებზე გადაადგილებისას. ამ დროს ყოველთვის ზუსტად იცი დრო, რამდენ ხანში მიხვალ და არ გექმნება იმის პრობლემა, რომ საცობში მოხვდები. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ველოსიპედით გადაადგილებისას გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ადამიანს უქმნის დადებით განწყობას, აძლევს ენერგიას და ხდები ბედნიერი. ჩვენც უნდა მივბაძოთ ევროპის ქვეყნებს, სადაც ველოსიპედი ყოველდღიურად ვითარდება. შესაბამისად, გვექნება უფრო კარგი მწვანე გარემო, სადაც სუნთქვა და გადაადგილება სასიამოვნო იქნება…
13183138_1297552316940040_2119309074_n-300x201
– რა წესები დაცვა უწევს ველოსიპედისტს?

– თბილისის ველომოყვარულთა კლუბში ყველა დამწყებს შეუძლია გაწევრიანება და ამაზე ინფორმაციის მიღება. აქტუალურად ვაზიარებთ ამას ჩვენს ინტერნეტგვერდებზე. თავიდან ყოველთვის აუცილებელია, რომ ველომოყვარულმა ატაროს ჩაფხუტი, სათვალე და ხელთათმანი. ეს არის ისეთი დამცავი საშუალებები, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ადამიანს ველოსიპედით გადაადგილების დროს. ღამის პერიოდში ველოსიპედისტი უნდა იყოს ხილვადი, მას უნდა ჰქონდეს წინა და უკანა სანათი, ან ამრეკლი. სასურველია, ეცვას ნათელი ფერის ტანსაცმელი, ან ამრეკლის მქონე სამოსი. ძირითადად, ამ ყველაფრის იდეა არის ის, რომ ავტომობილის მფლობელი და ქვეითი ველოსიპედისტს ხედავდეს, არ იყოს შეუმჩნეველი ქუჩაზე. ველოსიპედისტის დანახვა, შემჩნევა ცოტა რთულია. გაბარიტები არის პატარა, ამიტომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ზომები გათვალისწინებული.
13219589_1297552323606706_404465187_n-300x225
– ველოშეჯიბრებები საქართველოში. რა მდგომარეობაა სპორტის ამ სახეობაში?

– საქართველოში ეწყობა შეჯიბრებები. თუმცა მეტნაკლებად დაბალი დონის, გამომდინარე იქიდან, რეალურად ამ კუთხით განვითარება ბოლო პერიოდში დავიწყეთ. რაც შეეხება სპორტსმენებს, გვყავს როგორც სამთო ველოსპორტსმენები, ასევე – საგზატკეცილო. ისინი საქართველს სახელით სხვადასხვა ქვეყანაში ასპარეზობენ. ზოგიერთ მათგანს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება მიექცევა. ველოსპორტის ქართულ ფედერაციას ექნება საშუალება, რომ როგორც საგზატკეცილო, ასევე სამთო ველოსპორტს მეტი ყურადღება დაუთმოს. დღეს ისინი, შეზღუდული ბიუჯეტიდან გამომდინარე, საგზატკეცილო ველოსპორტზე არიან გადართულები. ველობილიკებიც ზუსტად ამისთვისაა საჭირო, ქალაქში თუ ადამიანი ველოსიპედით ვერ გადაადგილდება, ძალიან რთულია, განვითარდეს სპორტის ეს სახეობა და პირიქით. ყველაფერის კომბინირებულად განვითარება უნდა მოხდეს და მივაღწევთ იმ დონეს, როგორიც არის ევროპაში. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ სამთო ველოშეჯიბრებებს გაუწიოს მასპინძლობა…
12347255-Wide-angle-view-of-a-cyclist-riding-a-bike-on-a-nature-trail-in-the-mountains-two-people-living-a-he-Stock-Photo
როგორც თამაზმა აღნიშნა, ველოსიპედით გადაადგილებისას გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი და შესაბამისად თავს ბედნიერად ვგრძნობთ. გვაქვს ჯანმრთელი სხეული და ჯანმრთელი გარემო. ცხოვრება ხდება უფრო იოლი და უფრო ფერადი ველოსიპედის მეშვეობით. არ დაგავიწყდეთ ველოსიპედი ფულის დაზოგვის გზაცაა. ვფიქრობ ვერანაირი ტრანსპორტის სხვა სახეობა ვერ ჩაანაცვლებს ველოსიპედს.

მკითხველო გირჩევთ თქვენც გეცადათ ველოსიპედი, იქნებით უფრო ჯანმრთელები, ლამაზები, ბედნიერები და რაც მთავარია გვექნება სუფთა და ჯანსაღი გარემო, რაც დღევანდელ დროში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

Leave a Reply