სიკვდილით დასჯა როგორც სასჯელის უკიდურესი ზომა

2013071723022925434სიკვდილით დასჯა როგორც სასჯელის უკიდურესი ზომა საქართველოში გაუქმებული იქნა 1997 წლის 11 ნოემბერს, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი: ,,სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ’’. ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო საქართველოს მისწრაფებით გამხდარიყო ევროპის საბჭოს წევრი და მოეხდინა საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. 1999 წლის 17 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-16 ოქმს მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, 2002 წლის 3 მაისს საქართველომ ხელი მოაწერა მე-13 ოქმს ომის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ასევე 1999 წლის 22 მარტს საქარველო შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 ფაკულ2013121519092459886ტატიურ ოქმს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, რომელიც საქართველოსათვის ძალაში შევიდა 1999 წლის 22 ივნისს. ამდენად საქართველომ შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად აიღო საერთაშორისო ვალდებულებებიც, რომლითაც სრულებით გამორიცხა სიკვდილით დასჯის,
როგორც სასჯელის განსაკუთრებული ზომის გამოყენების შესაძლებლობა მშვიდობიანი თუ საომარი მდგომარეობის პირობებში. სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში მსოფლიოში ამჟამად ერთ-ერთ მთავარ სადისკუსიო საგნად რჩება ევთანაზიის საკითხი – თავისი იურიდიული, პოლიტიკური, სამედიცინო, ეთიკური და რელიგიური ასპექტებით. ,,ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან დატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია და სიტყვა-სიტყვით ,,მშვიდ, ბედნიერ და უმტკივნეულო სიკვდილს’’ ნიშნავს“ (ადამიანის უფლებათა ლექსიკონი/ შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ: ანა ჭაბაშვილი/ თბ:დასი, 1999 – 128 გვ).

Leave a Reply