ეს მემკვიდრეობა ჩვენია!

13231000_1774187432810846_1560447501_n
როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ყოველ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეს ეროვნული დღესასწაული ნიშანია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან.

13233185_1774181562811433_1269498366_n
დღეს 21 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ახალციხის საჯარო და კერძო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მერიის წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას გავიხსენეთ 1918 წელი, როდესაც მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”. საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. დღეს გამოფენაზე სწორედ მისი პირადი ნივთები მოვინახულეთ.
13245970_1774181626144760_1867576539_n

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არამარტო ნოე ჟორდანიას, არამედ ნოე რამიშვილის, კონსტანტინე კანდელაკისა და აკაკი ჩხენკელის პირადი ნივთებიც.

13250411_1774181832811406_724646832_n

მათი პირადი ნივთების გარდა გამოფენაზე მოვინახულეთ დეპეშები, წერილები, აქტები, სიგელები და მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მათგანი.

13219614_1774187502810839_1172083750_n
13228010_1774187672810822_486102727_n
13235854_1774187692810820_1073544665_n
13228058_1774187852810804_950995654_n

Leave a Reply