“გიჟი”, რომელმაც ნახევარი მსოფლიო სისხლში აბანავა (ადოლფ ჰიტლერი)

adolf_hitler-2
ადოლფ ჰიტლერი – გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს. ჰიტლერმა გერმანიაში დაამყარა ნაციონალურ-სოციალური დიქტატურა, გარდაიცვალა 1945 წლის 30 აპრილს.

ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ადოლფ ჰიტლერის პიროვნებით და არ ვიცი, ჩემს ინტერესს მის მიმართ რა იწვევდა – მისი სისასტიკე თუ ამავდროულად მათლაც უდავო ტალანტი. როგორ შეძლო ჰიტლერმა წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ებრაელებისთვის მიეყენებინა ისეთი დიდი ტკივილი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა? ან რატომ ჰქონდა მას განსაკუთრებით ებრაელების მიმათ ასეთი ზიზღი?

რთულია ზუსტად ვისაუბროთ იმ სიძულვილის მიზეზებზე, რომელიც ადოლფს ებრაელი ხალხის მიმათ გააჩნდა. უამრავი მოსაზრება არსებობს, რის გამოც ჰიტლერს შეიძლებოდა შესძულებოდა ეს ერი, თუმცა დანამდვილებით არ ვიცით, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრებები სიმართლეს. დაუდასტურებელ ვერსიებს შორის, არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ ჰიტლერს ებრაელი მამინაცვალი ჰყოლია. არაერთხელ დაწერილა, რომ მამინაცვალი პატარა ადოლფს სასტიკად სცემდა, ხელებს ცეცხლზე უწვამდა და ხშიდად მიუგდია ის ფუტკრებისთვის დასაკბენად და სწორედ ამან ჩამოუყალიბა ასეთი სიძულვილი ამ ერის მიმართ. წყაროები იმ ცნობასაც გვაწვდიან, რომ თურმე ადოლფი ძალიან გაჭირვებულ ოჯახში ცხორობდა. დედა ავად ჰყოლია და წამლები მუდმივად სჭირდებოდა, ოჯახს კი ამის საშუალებაც არ ჰქონია. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ადოლფის დედა ავად იყო, პატარა ”ადის” (როგორც მას დედა მიმართავდა) აფთიაქიდან წამლის ამოტანა სთხოვა. ”-მხოლოდ ერთი ჩემო ადი, თუ შეიძლება სარასთან გაიქეცი აფთიაქში და უთხარი რამე ტკივილგამაყუჩებელი მოგცეს, წამლის ფულს კი ხვალ დავუბრუნებთ ჩემი პენსიიდან, მეზობელია და უარს არ გეტყვის, ოღონდ სწრაფად ადი, ძალიან მტკივა…” ადოლფი აფთიაქში ჩასულა და აფთიაქში მომუშავე ქალისთვის თხოვნით მიუმართავს: ”ფრაუ სარა, დედასთვის ტკივილგამაყუჩებელი მჭირდება, თუ შეიძლება სწარფად მომეცით, ფულს კი ხვალ დედას პენსიიდან მოგცემთ. ”–ადი, ვიცი ძალიან გჭირდება, მაგრამ ვენიდან ძალიან ძვირი გვიჯდება ტკივილგამაყუჩებლის შემოტანა, არა მგონია დედაშენის პენსია ერთ კოლოფსაც კი გასწვდეს. ”–კი მაგრამ რა ღირს ერთი კოლოფი?” ”-45 ციმერი.” ”-არაუშავს სარა, ძალიან მჭირდება და დაგიმატებთ კიდევ ფულს, ოღონდ ეხლა მომეცი დედას ძალიან სჭირდება.” ”-საიდან დამიმატებს კლარა, მას ხომ სულ 40 ციმერი აქვს პენსია.” ”-სარა გთხოვ, მჭირდება წამალი, ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ ახლა მომეცი, ძალიან გთხოვ სარა, თუ ფულს ვერ მოგცემ აქ ვიმუშავებ და უფასოდ მოგეხმარები.” ”-სამწუხაროდ არ შემიძლია ადი, მაპატიე.” სარა ცოტა ხანს დაფიქრდა შემდეგ კი ადოლფს უთხრა: ”– მოგცემ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხვალ 50 ციმერს მომიტან და ერთი კვირის განმავლობაში მომეხმარები. ადის ყურადღება აღარ მიუქცევია პირობისთვის, იგი ყველაფერზე თანახმა იყო. ის ღამე ადოლფს და მის დას, ანჟელას არ სძინებიათ. გამთენიისას კი მათი დედა კლარა შიკლგრუბერი გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აფთიაქში მომუშავე ქალი ებრაელი ყოფილა, რომელმაც ადოლფის დის, ანჟელას თქმით ასე უნამუსოდ მოსთხოვა ადის ზედმეტი ფული და მოხმარება. თუმცა ეს ყველაფერი რჩება დაუდასტურებელ ფაქტებად. სანამ დიდი დიქტატორი პოლიტიკით დაინტერესდებოდა, ჰიტლერი წიგნში ”ჩემი ბრძოლა” აღგვიწერს, თუ როგორ სურდა ახალგაზრდობაში გამხდარიყო მხატვარი. ხელოვნება მისთვის მხოლოდ ჰობი არ ყოფილა, მას სურდა თავისი ცხოვრება ხატვასთან დაეკავშირებინა, მაგრამ მისი ოცნებები მაშინ დაიმსხვრა, როცა ვენის სამხატვრო აკადემიაში კვლავ ებრაელებმა დაუწუნეს ნახატები და აკადემიაში არ მიიღეს.

ვფიქრობ ამ მიზეზებსაც ჰქონდა გავლენა, რომ მან ებრაელი ერი ასე შეიძულა, მაგრამ როგორც პატარა ისტორიკოსს, მიმაჩნია, რომ ადოლფ ჰიტლერის მთავარი სიძულვილის მიზეზი იყო ის, რომ მას სურდა გერმანია ყოფილიყო მსოფლიოს ერთპიროვნული ბატონი. მისი ამბიციები კი I მსოფლიო ომის შემდეგ უფრო გაიზარდა. ჰიტლერი ებრაელებს ადანაშაულებდა გერმანელების ტანჯვისა და იმედგაცრუების გამო და აკისრებდა I მსოფლიო ომში განცდილი მარცხის პასუხისმგებლობას. ჰიტლერმა იცოდა, რომ ებრაელები იყვნენ დიდი ძალაუფლების მქონენი, მდიდრები და მათ ეკავათ უმაღლესი თანამდებობები, მას კი სურდა მხოლოდ გერმანია ყოფილიყო მსოფლიოში გაბატონებული ძალა. ”გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა, ან საერთოდ არაფერი…” – წერდა ის თავის წიგნში. სწორედ ამ ბატონობის სურვილით იგი ყოველდღიურად აძლიერებდა ძარცვასა და ექსპანსიას დაპყრობილი ქვეყნების მმართ. ნერგავდა ფაშისტურ და რასისტულ იდეოლოგიებს, უტევდა ნეიტრალურ ქვეყნებს, რაც საბოლოოდ გენოციდში გადაიზარდა. ჰიტლერმა თავის მეუღლესთან ერთად სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მან ტყვია პირდაპირ შუბლში, ხელაუკანკალებლად დაიხალა. სიკვდილის წინ ბრძანა, რომ მისი გვამი დაეწვათ და მართლაც ასე მოიქცნენ. მას ერჩია თავში ტყვი დაეხალა, ვიდრე მტრებს მოეკლათ. არასდროს არავის წინაშე ადოლფ ჰიტლერს არ დაუჩოქია. დღეს მისი სახელის და გვარის ხსენებას დავა მოჰყვება. რათქმაუნდა არავინ ამართლებს მას, უმოწყალოდ უდანაშაულო ადამიანების ამოხოცვის გამო და მათ შორის არც მე, თუმცა არც გიჟად მივიჩნევ, რომელმაც ნახევარი მსოფლიო სისხლში აბანავა. ჩემი გადმოსახედიდან რათქმაუნდს ის იყო უსასტიკესი დიქტატორი, რომლის მიერ წამოწყებულ გენოციდსაც არანაირი გამართლება არ აქვს თუმცა ჩემს თვალში ადოლფ ჰიტლერი მაინც რჩება უცნაურ პიროვნებად და რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მის ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რაღაც ძალიან ტრაგიკული, რამაც ის ასეთ სასტიკ პიროვნებად აქცია. რასაკვირველია ადამიანში, მითუმეტეს ისეთ პოლიტიკურ ფიგურაში, როგორიც ადოლფ ჰიტლერი იყო სისასტიკის გარდა, უნდა ვხედავდეთ მის ნამდვილ ტალანტსაც. იგი იყო უდავოდ ნიჭიერი, განათლებული და შეიძლება გენიოსიც. არანაირად არ მიმაჩნია, რომ ჰიტლერი იყო ფსიქოპატი, ნამდვილი გიჟი, როგორც ის ხალხმა შერაცხა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მხატვრობა – ეს არ იყო ადოლფ ჰიტლერის მხოლოდ ჰობი, ეს იყო მისი ოცნება, რომელთანაც სურდა დაეკავშირებინა თავისი ცხოვრება, თუმცა მიზეზების გამო მან ხელოვნებაზე უარი თქვა და შემდგომში პოლიტიკით დაინტერესდა. ცოტამ თუ იცის, იმის შესახებ, რომ ჰიტლერს ასე გასაოცრად შეეძლო ხატვა. ყველა განცვიფრებაში მოჰყავს იმ ფაქტს, თუ როგორ შეეძლო ასეთ სასტიკ ადამიანს, ასეთი ნაზი და მშვენიერი ნახატების შექმნა- ეს ალბათ მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრებაა. გთავაზობთ მის ნახატებს.
3CV66S8

6NRSWS5

BeEpwOE

CWHVtwa

Df3li3i

ffhlGHs

gOQ7B92

IXIt4wU

J1du7Va

J5v03Ai

l5zW5hY

MPTGay2

Mw2gPk5

nbfJZnc

nwPaUJG

OogTgKz

PHq4V2V

R2JrlKp

RTdP9Nv

TUwBb5m

wmdbREZ

wTc8cSb

Yg3uRRZ

Ytvr0zO

YYaBiI4

Leave a Reply