იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა

image

განასხვავებენ თავისუფლების ორ მნიშვნელობას – უარყოფითს (ნეგატიურს) და დადებითს (პოზიტიურს). თავისუფლება უარყოფითი აზრით, შეზღუდვებისაგან დამოუკიდებლობას და პროცესის ნორმალურ, მისთვის ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს. დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესა მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. თავისუფალი ქცევა უსათუოდ ნებელობითაა, მაგრამ არა პირიქით – ყოველი ნებელობითი ქცევა არ არის თავისუფალი. ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს არა საკუთარი, არამედ სხვისი ნების კარნახით ე.ი. იძულებით თავისუფალია მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც სრულდება ნებაყოფილობით და არა იძულებით. საკუთარი და არა სხვისი ნების რეალიზაცია არის თავისუფალი ქცევის აუცილებელი პირობა. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს, მაგრამ მას ის ნებავს, რაც აუცილებელი და სავალდებულოა. სწორედ ამ აუცილებლისა და სავალდებულოს ამოცნობა და განხორციელება უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. არსებობს აკრძალვები სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონებში, მაგრამ მთავარი ცენზორი, პასუხისმგებლობის თავისუფლების აუცილებელი პირობაა.butterflies-are-free იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასიხისმგებელია თავის ქმედებისთვის: პოლიტიკოსი – თავისი პოლიტიკური საქმიანობისათვის (პოლიტიკური პასუხისმგებლობა), სისხლის სამართლის დამნაშავე დანაშაულის ჩადენისა და თანამონაწილეობისათვის – (იურიდიული პასუხისმგებლობა). ზნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული კი საკუთარი სინდისი და საზოგადოებრივი აზრია.

Leave a Reply