საუბარი ხეებზე

დედამიწაზე მრავალნაირი მცენარეა.

ამბობენ, რომ „მცენარე დედამიწის მწვანე სამოსელია“. ეს მართლაც ასეა – მცენარე დედამიწაზე თითქმის ყველგანაა. ზოგან მაღალი ხეები იზრდება, ზოგან ბუჩქები და ბალახები. მცენარეები წყალშიც იზრდება. მათ წყალმცენარეებს უწოდებენ.

თითოეული მცენარე – ცოცხალი ორგანიზმია. ისინი გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ მათ ერთნაირი ნაწილები აქვთ: ფესვი, ღერო (ტანი), ფოთოლი, ყვავილი და თესლი.

ხეს ერთი მსხვილი და მაგარი ღერო აქვს. ტოტები კი მეტი, შედარებით მომცრო. ბუჩქს რამდენიმე ღერო აქვს, ნიადაგიდანვე დატოტვილი და წვრილი; ბალახი – დაბალი, სუსტი და რბილია.

მცენარეებს შორის ბევრი სამკურნალოა, მათგან წამლებს ამზადებენ. მაგალითად, შროშანის,  კუნელის, შავბალახას და კატაბალახას ნაყენი გულის სამკურნალოდ გამოიყენება. სურდოს ცაცხვის ყვავილის ნახარში და ჟოლოს ჩაი უხდება. დაჩირქებულს მრავალძარღვას ფოთოლი და შემწვარი ხახვი შველის და სხვ.

ამიტომ მცენარეებს საოცარ „აფთიაქსაც“ უწოდებენ.

უკვე ვთქვი, რომ „მცენარე დედამიწის სამოსელია“. ჩვენი დედამიწა მათ გარეშე დაუშნოვდებოდა, მოიწყენდა. იქნებოდა კი სიცოცხლე მათ გარეშე? ისინი ხომ ჰაერს ასუფთავებენ.

მცენარე რომ გაიზარდოს, აუცილებელად წყალი, სითბო და სინათლე, ჰაერი და ის საკვები სჭირდება, რასაც ნიადაგიდან ფესვებით იღებს.

ტყეში მრავალგვარი ხე გვხვდება. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ზოგს დიდი და ფართო ფოთოლი აქვს, ზოგის ფოთოლი თათს წააგავს, ზოგისა კი ნემსივით წვრილი და ჩხვლეტიაა. ხეები სიმაღლითაც განსხვავდებიან: მაგალითად, მუხა, წიფელი, კაკალი მაღალი ხეებია, ატმის, ვაშლის და ალუბლის ხეები კი დაბალი.

ხეთა დიდ ნაწილს შემოდგომაზე ფოთოლცვენა ეწყება; ზამთარს უფოთლოდ და შიშველი ხვდებიან.

არიან ხეები, რომლებიც ზამთარშიც სიმწვანეს ინარჩუნებენ. მათ ან ჩხვლეტია წიწვები ან უხეში, სქელი ფოთლები აქვთ. ასეთ ხეებს ზამთრის სიცივის არ ეშინიათ. მათ მარადმწვანე ხეებს უწოდებენ.

მცენარე საკვებს ნიადაგიდან წყალთან ერთად იწოვს. ზამთარში მცენარე ზრდას აჩერებს და ნიადაგიდან წყალს აღარ იწოვს.

დედამიწაზე ერთ-ერთი უმაღლესი ხეა ევკალიპტი. იგი 100 მეტრზე მეტი სიმაღლისაა. მისი სამშობლოა ავსტრალია. იგი დასავლეთ საქართველოს, ზღვის პირა ადგილებშიც არის.

ჩვენს სოფლის ახლოსაც არის ტყე, ჩვენ გადავიღეთ ვიდეო პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში და გთავაზობთ ამ ვიდეოს.

Leave a Reply