სისტემატიური ვარჯიში

სისტემატიური ვარჯიში ახალი ტრენდი ხდება.  გარდა ამისა, რათა ვარჯიშის შედეგები სახეზე იყოს, ამისათვის საჭიროა სწორი კვება.ACE თვლის, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, კლუბში კლიენტი არა მარტო ვარჯიშისათვის უნდა მიდიოდეს, არამედ სრულყოფილი მომსახურების მისაღებად. ამიტომ ინსტრუქტორებთან ერთად კლუბში უნდა მუშაობდნენ დიეტოლოგები, ფსიქოლოგები და ფიზიოთერაპევტები.

ჩემი აზრით,ჩვენი ფიტნეს-ინდუსტრია არც ისე განვითარებულია, როგორც აშშ-ში, სადაც სტატისტიკურად ფიტნესით 15%-ია დაკავებული, უფრო ნაკლებია მათი რიცხვი რუსეთში – 3-5%. ჩვენთან მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს რიცხვი უფრო ნაკლებია. მაღალი კონკურენციის გამო აშშ-ს ფიტნეს-კლუბები მაქსიმალურად უნიკალურ მორგებულ მოსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. მსგავსი მომსახურება საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა – კომპლექსური მიდგომა, სადაც კლიენტთან ერთდროულად ექიმი, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ფსიქოლოგი მუშაობს, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენადაც ვიცი, არის მცდელობა ზოგიერთ კლუბებში ამ საქმეში პროფესიონალი ექიმების და დიეტოლოგების ჩართვის, რაც მისასალმებელია. ასევე ზოგ კლუბში არსებობს მასაჟისტის მომსახურება, თუმცა ეს დამატებითი ხარჯებს მოითხოვს.

Leave a Reply