ფერების ფესტივალი ახალციხეში

13278077_1775389232690666_2104283245_n

13288894_1775389212690668_196869803_n
ფერების ფესტივალი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაშტაბური სახალისო და გასართობი აქციაა, მისი სამშობლო ინდოეთია, ინდოეთში მოსახლეობა გაზაფხულის მიწურულს აღნიშნავს ამ დღეს და ერთმანეთს ფერად ფხვნილს აყრის. ფესტივალს ფერების ან სიყვარულის ფესტივალსაც უწოდებენ. ჰოული ანუ ფერების დღესასწაული, რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ინდოელები და ნეპალელები მრავალი საუკუნის განმავლობაში აღნიშნავენ.
IMG_5551
ბოლო დროს ჰოულის აღნიშვნის ტრადიცია ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. თბილისში ფერების ფესტივალი რამდენიმე წელია უკვე აღინიშნება, თუმცა ბოლო წლებში თბილისის გარდა ფესტივალს საქართველოს სხვა ქალაქებშიც აღნიშნავენ.დღეს 22 მაისს, ქ. ახალციხეში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსწავლეებისა და სტუდენტების ინიციატივით ფერების ფესტივალი გაიმართა. დღემ საკმაოდ მხიარულად და ფერადად ჩაიარა. მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ გადაღებული მცირე ვიდეო რგოლი დღევანდელი დღიდან.

Leave a Reply