2016 წლის პოპულარული ფიტნეს ტენდენციები

ამერიკის ფიზიკური ვარჯიშების საბჭო (ACE) – მსოფლიოში უმსხვილესი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ახდენს ფიტნეს-ინსტრუქტორების მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ყოველწლიურად ამზადებენ და აქვეყნებენ კვლევებს, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორები, დიეტოლოგები,  სპორტული მეცნიერების და ფიტნეს-ჯგუფების ექსპერტები, ექიმები და წონის კონტროლის სპეციალისტები.

გთავაზობთ მათ კვლევებს თემაზე, თუ როგორი იქნება ფიტნესი აშშ-ში 2016 წლის განმავლობაში და რა ტენდენციები იქნება პოპულარული:

დღევანდელ კონკურენციულ გარემოში, ფიტნესში მოთხოვნა იზრდება ისეთ პროფესიონალებზე, რომლებიც თავისი სფეროს წარმატებული ლიდერები არიან, რადგან მუდამ აფართოებენ ცოდნას და ეფექტურად ეხმარებიან კლიენტებს სასურველი მიზნის მიღწევაში. 1500-ზე მეტი პასუხმა ცხადყო დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში, ისეთი საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში, რომლებიც შეეხება ჭარბწონიანთა რიცხვის სერიოზულ მატებას, ამასთან ერთად კი გაიზარდა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ფიტნეს-პროგრამების მიმართ მოსახლეობის დაინტერესება.

“მართალია ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ უკვე არის შესამჩნევი ცვლილებები მომხმარებლებს შორის, რომელიც იმედია დანერგავს მნიშვნელოვან სპორტულ ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ სტილს“, – ამბობს ACE-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი სედრიკ ბრაიანტი.

 

Leave a Reply