ბალეტი – ეს ხელოვნებაა

Vahtan_Michailis_dze_Chabukiani

3326470
ახალციხეში, ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა. ბალერინებმა, მესხ მაყურებელს, კლასიკური, სახასიათო, ქართული და თანამედროვე საბალეტო რეპერტუარი შესთავაზეს.

ვახტანგ ჭაბუკიანი ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და პედაგოგი, სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული და ბალეტის ფუძემდებელია. მან ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა. დაწყებითი სკოლის პარალელურად მარიამ შევალიეს სახელოსნოში – შეგირდად მუშაობდა.
ცეკვა საკმაოდ გვიან, 14 წლის ასაკში, მარიამ პერინის სტუდიაში დაიწყო.
ვახტანგი ცეკვავდა “ცეცხლის ცეკვას”, რომელიც მან თვითონ დადგა. ეს იყო 18 წლის ჭაბუკის პირველი სერიოზული განაცხადი. აღსანიშნავია ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგიური მოღვაწეობა, როგორც ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდიდა ახალ თაობას არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც.

რაც შეეხება ბალეტს საქართველოში, რათქმაუნდა არსებობს უამრავი სხვადასხვა საბალეტო სკოლები, თუმცა მაინც მგონია, რომ ბალეტი საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული, მას არ ექცევა სათანადოდ იმდენი ყურადღება, რამდენიც უნდა მიექცეს. ბალეტი ეს არის უნიკალური ხელოვნება, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია განვითარებული იყოს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. ვისურვებდი მომავალში მეტი ყურადღება, მიექცეს ხელოვნების ამ დარგს რათა ჰპოვოს მან განვითარება.

Leave a Reply