გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

დღეს 26 მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის – საქართველოს დამოუკიდებლობას. პირველ რიგში ყველას გილოცავთ. ახლა კი მინდა მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთო და კიდევ ერთხელ გავიხსენო, რა თარიღია 26 მაისი.

georgia-independence-day.jpg

1917 წელს რუსეთის იმპერია დაემხო. მალე საქართველოში შეიქმნა ეროვნული საბჭო.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით კი 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. ე.ი 26 მაისს ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. Russia-Georgia.jpg

თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყო. 20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდა.

Georgia.jpg

აღსანიშნავია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა საქართველოს თავისმხრივ მიულოცეს დღევანდელი დღე. ბელგიაში, ბრიუსელში „მანეკენ პისი“ ქართულ ეროვნულ სამოსში შეიმოსა, ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ა.შ.

maneken-pisi

კიდევ ერთხელ გილოცავთ! დაე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ყოფილიყოს დამოუკიდებელი და ძლევამოსილი!

Leave a Reply