დამოუკიდებლობის 25 წელი

დამფუძნებელი კრების სხდომა, თბილისი 1918 წელი.

e18393e18390e1839be183a4e183a3e183abe1839ce18394e18391e18394e1839ae18398-e18399e183a0e18394e18391e18398e183a1-e183a1e183aee18393e1839d

თითოეული ქართველისთვის ალბათ ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი დღე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 1918 წლის 26 მაისია! დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა შეიგრძნო ნამდვილი და სრული თავისუფლება, როდესაც ქართველ კაცს უკვე ჰქონდა სიტყვის თავისუფლების უფლება. ეს არის დღე, რომლის შემდეგაც საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია, საქართველო კი სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ძალიან რთული და დიდი გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ დღეს ვყოფილიყავით ერი, რომელსაც – თავისუფალი ეწოდება. ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის, ადვილი არასდროს ყოფილა ისეთი დიდი სირთულეების გადალახვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წინ გვხვდებოდა, თუმცა ყველა დაბრკოლებას ჩვენი სულიერი სიძლიერის წყალობით წინ ღირსეულად დავუდექით და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ვართ ისინი, ვინც ახლა ვართ. შეუძლებელია გაიხსენო 26 მაისის დღე და თვალზე ცრემლი არ მოგადგეს, განა ეს ცრემლები მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა? სიამაყის ცრემლებია ბატონებო, სიამაყის! 25 წლის წინ, ამ დღეს დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ მას აღტაცებით?!

მას შემდეგ რაც თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიწყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა, თვისობრივად ახლებური ტიპის პოლიტიკური, სოციალური და ეკომონიკური სისტემის ფორმირება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა 1919 წლის 12 მარტს არჩეული დამფუძნებელი კრება, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო კონსტიტუციის შემუშავება და მიღება. 1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა ახალი ერთპარტიული მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.

ჩემთვის დამოუკიდებლობა – თავისუფლებაა. როცა თავისუფლად მაქვს შესაძლებლობა გამოვხატო საკუთარი აზრი. დამოუკიდებლობა ესაა, როცა ვხედავ როგორ ფრიალებს ჩემი ქვეყნის დროშა და გული სიამაყით ივსება. დამოუკიდელობა ჩემთვის ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფას. ესაა დამოუკიდებლობა, ეს თავისუფლებაა… ჩვენ დამოუკიდებელი ერი ვართ! თავისუფალი სახელმწიფო და სანამ ძარღვებში ქართული სისხლი გვიჩქეფს მუდამ ასე იქნება!

გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს!
460px-Coat_of_arms_of_the_Democratic_Republic_of_Georgia.svg800px-Flag_of_Georgia_1918-1921.svg
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და დროშა.

Leave a Reply