ქრისტეს წყალქვეშა ქანდაკება

Christ-of-the-Abyss-San-Fruttuoso-Italy-30-Abandoned-Places-that-Look-Tryly-Beautiful
დამეთანხმებით, ყველას გვსმენია ქრისტეს ქანდაკების შესახებ, რომელიც ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე მდებარეობს და წარმოადგენს რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს. თუმცა არსებობს სხვა არა ნაკლებ საინტერესო იესო ქრისტეს ქანდაკებები რომელთა შორისაა იტალიაში, კამოგლის და პორტოფინოს შორის, ზღვაში მდებარე ქრისტეს გასაოცარი წყალქვეშა ქანდაკება, რომელიც მართლაც, რომ სულისშემძვრელ სანახაობას წარმოადგენს.

ქანდაკების ავტორი გვიდო გალეტია (Guido Galletti), შექმნის იდეა კი იტალიელ მყვინთავს დუილიო მარკანტეს (Duilio Marcante) გაუჩნდა. გარდა რელიგიური ასპექტებისა, მას ამით სურდა პატივი მიეგო 1947 წელს, ამავე ადგილას დაღუპული აკვალანგისტის, დარიო გონზატის ხსოვნითვის. ზღვაში ჩაძირული იესო ქრისტეს ქანდაკება არა მხოლოდ მორწმუნეებს იზიდავს, ალბათ გარკვეულწილად ექსტრემალურიცაა 17 მეტრზე ჩაყვინთვა ქანდაკების სანახავად.
ქანდაკების სიმაღლე დაახლოებით 2.5 მეტრია.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქანდაკებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მრავლადაა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “ჩაძირული იესოს” ქანდაკება მალტაში მდებარეობს.

გთავაზობთ ვიდეოს სადაც უკეთ შეძლებთ ამ საოცარი ქანდაკების დათვალიერებას

Leave a Reply