“მოდა – ეს მე ვარ” (კოკო შანელი)

2ec277414c0a
ლეგენდარული კოკო შანელი უკვე წლებია, რაც თაობების იდეალად რჩება. ის 1883 წლის 19 აგვისტოს ქალაქ სომიურში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით ამბობდა, რომ ოვერნიდან იყო. კოკოს ნამდვილი სახელი და გვარი გაბრიელ ბონერ შანელია.

“მოდის ბიზნესში ზედმეტად ბევრი მამაკაცია, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ, ქალებს როგორ ჩააცვან”, – ამბობდა დიზაინერი, რომელმაც ზუსტად გამოიცნო, რა სურდათ ქალებს და მოდის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. მან ქალები ტრადიციული კორსეტების ნაცვლად, პიჯაკებსა და გრძელ, სწორ კაბებში გამოაწყო. ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

კოკო შანელი – რეალური, სიცოცხლით სავსე ქალი, თუმცა ყოველთვის იდუმალი და უცნაური იყო. საკუთარ თავზე მუდამ ქმნიდა მითებს, რომელთა საიდუმლო ცხოვრების ბოლომდე არ გაუხსნია.მალავდა ასაკს, დაბადების ადგილს, მშობლებს, ოჯახურ წარმომავლობას, განათლებას, რომელიც მას არც ჰქონია, მამაკაცებთან ურთიერთობას და სახელსაც კი… შანელს მხოლოდ ერთი რამ სურდა – ეჩვენებინა ყველასათვის, რომ ის ახალი საუკუნის ქალია, კაცობრიობას კი ემანსიპირებული ქალბატონის იდეას ჩუქნიდა.
b6f91ba63958
მას შემდეგ, რაც შანელს დედა გარდაეცვალა, ხოლო მამამ მიატოვა, მას ბავშვობის წლების გატარება ბავშვთა სახლში მოუწია, სადაც კერვა ისწავლა. 20 წლის ასაკში კოკომ დატოვა ბავშვთა სახლი და მუშაობა მაღაზიაში, ქალაქ მულენში დაიწყო. პარალელურად საღამოობით ერთ–ერთ კაფეში მღეროდა. იგი ხშირად ასრულებდა სიმღერას „ვის უნახავს კოკო”, სწორედ აქედან მოდის მისი ზედმეტსახელი. იმის მიუხედავად, რომ კოკო შანელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რეალურად მას მეუღლე და შვილები არასდროს ჰყოლია. კოკომ სიცოცხლე 88 წლის ასაკში, პარიზში, სასტუმრო რიცის ოთახში დაასრულა. მისი შექმნილი ინდუსტრიის შემოსავლები წელიწადში უკვე 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. შანელის გარდაცვალების შემდეგ, გარდერობში მხოლოდ 3 კარგი კოსტუმი იპოვეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის ორიგინალურობას. დაკრძალულია ქ. ლოზანაში – შვეიცარია.
10527a66f193
ვფიქრობ, კოკო შანელის სახით მსოფლიომ ლეგენდარული კუტიურიე შეიძინა, რომელმაც სრულიად შეცვალა არა მარტო მსოფლიოს მოდის ტენდენციები, არამედ ქალის როლი საზოგადოებაში იმ საჩუქრის სახით, რომელსაც პატარა შავი კაბა და Chanel 5 ეწოდება. შანელი არა მხოლოდ გემოვნებით დაჯილდოვებული ქალი, არამედ გამჭრიახი გონების პატრონი გახლდათ და ამის ერთ-ერთი მტკიცებულება სწორედ მის მიერ გამოთქმული ფრაზებია, რომლებიც მისი სტილის მსგავსად, არასდროს გადადის მოდიდან.

  • ”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი”
  • ”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის”
  • ”თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული”
  • „მე არ ვქმნი მოდას, მე ვარ მოდა.“
  • ”სად უნდა დავისხათ სუნამო”? – ახალგაზრდა ქალმა მკითხა. ”ნებისმიერ ადგილას სადაც გინდა, რომ გაკოცონ”
  • „მოდას აქვს 2 დანიშნულება: კომფორტი და სიყვარული. სილამაზე მოდის მერე, როდესაც მოდა წარმატებას აღწევს.“
  • „ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუციელბლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.“
  • „გოგონა აუცილებლად უნდა იყოს 2 რაღაც: ელეგანტური და არაჩვეულებრივი.:
  • „თუ გინდათ იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული.“
  • „ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა, პატარა მოწესრიგების გარეშეც კი – თუნდაც ზრდილობის გულისთვის.“
  • „და ამის შემდეგ, შენ არ იცი, შესაძლებელია ეს ის დღეა, როცა შენს ბედს უნდა შეხვდე. და საუკეთესოა, ისე კარგად გამოიყურებოდე როგორც შესაძლოა შენი ბედისთვის“
  • „სილამაზეზე ზრუნვა დაიწყეთ სულის გალამაზებით, თორემ ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს.“
  • “დედაჩემი მამაჩემს ცოლად სიყვარულით გაჰყვა, მაგრამ მთელი ცხოვრება ტიროდა.სიყვარულისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო”
  • “მთელი მსოფლიო იცვამდა იმ ტანსაცმელს, რასაც მე ვიხდენდი”
  • “თუ გსურთ მიიღოთ ის, რაც არასდროს გქონიათ, მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ”
  • “ჩაცმის სტილის გამო ხშირად გარშემომყოფნი დამცინოდნენ, მაგრამ სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატების საიდუმლო – მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა”
  • “ყველაფერი თქვენს ხელშია, ამიტომ ხელებს ნურასდროს ჩამოუშვებთ”
  • “მსოფლიოს ყოველთვის კაცები მართავდნენ, კაცებს კი მართავდნენ ქალები”
  • “ჩემთვის ფული მხოლოდ ერთ რამეს – თავისუფლებას ნიშნავს”
  • „როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია“.

Leave a Reply