ძილი და ჯანმრთელობა

2016020100030476543

შეიძლება ითქვას, რომ ძილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ის ბოლომდე არ გამოუკვლევიათ, ისინი ამას შემდეგნაირად ხსნიან: ძილი – მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება.

ადამიანს შეუძლია გაძლოს უფრო დიდხანს საჭმლის გარეშე, ვიდრე ძილის გარეშე. ძილი – ეს არის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყველას კარგად მოგვეხსენება რა უარყოფით ცვლილებებს იწვევს უძილობა ადამიანში. გარდა დაღლილობისა და მოთენთილობისა ჩვენთვის საჭიროა უკეთ ვიცოდეთ ძილის იმ დეფიციტის შესახებ, რომელიც ისეთი მექანიზმების ამოქმედებას ახდენს, რომელიც მძიმე დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

არასრულფასოვანი ძილი იწვევს არტერიული წნევის ციფრების მატებას, სტრესის ჰორმონების დონის ზრდას, სისხლში შაქრის დონის კონტროლისა და ჰორმონ ლეპტინის (განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას) წარმოქმნის დარღვევას.ძილის რეგულარული ნაკლებობის დროს მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გლუკოზის შეთვისების პროცესი. ირღვევა გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, უპირატესად ღამის საათებში მომუშავენი ეტანებიან კალორიულ საკვებს და საკმაოდ ხშირადაც იკვებებიან. ეს ხელს უწყობს წონაში მატებას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

3039503_orig-680x365

უძილობას ხშირად ისეთი რთული დაავადებები მოჰყვება თან, როგორიც არის პარასომნია. პარასომნია არის ძილის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ძილის დროს არაადეკვატური ქცევით. მაგალითად, ძილში საუბრით, სიარულით. არსებობს ფაქტები, როცა პარასომნიით დაავადებულმა ადამიანმა ძილის დროს ჩაიდინა შემდეგი დანაშაულები: მკვლელობა, გაუპატიურება, ყალბი ჩეკების გამოწერა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადამიანს ნახევრად სძინავს.

საინტერესოა რას ხდება, როდესაც ძილის პროცესში ვართ და რას განიცდის ჩვენი ტვინი.

ძილის დროს ტვინი ხელახლა იწყებს მუშაობას. ჩვენი უჯრედები იწყებენ თვითშეკეთებას, ტვინი აწესრიგებს ჩვენს ფიქრებს და ამუშავებს მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციასა და იმპულსს. ხშირად დაფიქსირებულა ფაქტი იმისა რომ რაიმე კითხვაზე პასუხი ძილში გვიპოვნია და გადაგვიჭრია ურთულესი პრობლემა.

უძილობა, დღეს, ყველაზე მეტად თინეიჯერებშია აქტუალური. რათქმაუნდა ის საზიანოა ყველა ასაკის ადამიანისთვის, თუმცა ეს განსაკუთრებით უნდა ახსოვდეთ ახალგაზრდებს, ვინაიდან ისინი ძირითადად იგნორირებას უკეთებენ ძილის დარღვევას და მას არ მიიჩნევენ პრობლემად.

ჯანმრთელობისათვის საზიანოა არამარტო ძილის უკმარისობა, არამედ ხანგრძლივი ძილიც. მედიკოსები ზრდასრული ადამიანისთვის იდეალურად თვლიან ძილის ხანგრძლივობას 7სთ-ის განმავლობაში. გულისა და სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევასთან ერთად ზომაზე მეტი ხანგრძლივობის ძილი იწვევს ნერვული სისტემის დაავადებებსაც, დაწყებული მომატებული აგზნებადობიდან, გაფანტულობიდან ან ცვლადი განწყობიდან მძიმე სტრესებითა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დამთავრებული.

1f4a84077414

თუ დროის უქონლობის გამო ხშირად დღის საქმეებს ღამე დებთ და ფიქრობთ, რომ ამ საქმეს ღამე დაძლევთ – თქვენ ძალიან მცდარ გადაწყვეტილებას იღებთ. გირჩევთ ყველაფერი მოაგვაროთ დღე. რაც მთავარია უნდა შეგეძლოთ, რომ დრო სწორად გადაანაწილოთ, რათა ღამე თავისუფლად და მშვიდად შეგეძლოთ ძილი და დასვენება. ხშირად არის შემთხვევაც, როცა საქმე მართლაც არაფერი გვაქვს, მითუმეტეს ზაფხულის არდადეგებზე, როცა სკოლისგან, უნივერსიტეტიდან, სამსახურიდან, თავისუფლები ვართ და მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გვძინავს. ისევე, როგორც ძილის დეფიციტი მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად, ასევე ზედმეტი ძილიც არც ისე სახარბიელოა. გირჩევთ მოზრდილმა ადამიანებმა ძილში დაახლოებით 7-8 საათი გაატაროთ, დაძინებისას კი არ იფიქროთ არაფერზე და შეუწყვეთ საკუთარ თავს ხელი, რომ იყოთ მეტად ჯანმრთელები, ვიდრე ხართ!

Leave a Reply