ვიქტორიას სეკრეტი (VICTORIA’S SECRET)

ბრენდი ვიქტორია სეკრეტი (Victoria’s Secret) შეიქმნა 1977 წელს სან–ფრანცისკოს გარეუბანში. მისი დამფუძნებელია სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდი.

320px-Victoria's_Secret_Store_9,_722_Lexington_Ave,_New_York,_NY_10022,_USA_-_Dec_2012

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი მეუღლისათვის  ეჩუქებინა ქალის ლამაზი თეთრეული. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გამყიდველები უხერხულობას გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევაში დახმარების პროცესში, ყიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სწორედ მაშინ როის გაუჩნდა იდეა გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია. პირველი ვიქტორია სეკრეტის მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. მისი ინტერიერი იყო არაჩვეულებრივად მყუდრო. კედლებს ამშვენებდა ხის პანელები და დამშვენებული იყო ვიქტორიანული ეპოქის ელემენტებით.
13407000_10154316453504090_7312203672018341873_n
პროდუქცია გამოფენილი იყო როგორც ჩვეულებრივად, კედლების გასწვრივ, ასევე მანეკენებზე კომპლექტების სახით. ასეთი განლაგება ძალიან მოსახერხებელი იყო პროდუქციის ასარჩევად როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. ამასთან სპეციალურად შერჩეულ და მომზადებული მომსახურე პერსონალს შეეძლო პასუხი გაეცა მომხმარებლის ყველა კითხვაზე.
კიდევ ერთი სიახლე იყო ვიქტორია სიკრეტის კატალოგები, რომლებიც იგზავნებოდა ფოსტით მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო არ სურდა ან არ შეეძლო მაღაზიაში მისვლა თეთრეულის ასარჩევად. კატალოგები საშუალებას აძლევდნენ კლიენტებს შეერჩიათ პროდუქცია სახლიდან გაუსვლელედ.
გაყიდვების მიმართ ასეთი მიდგომა გახდა თეთრეულის გაყიდვაში ნამდვილი რევოლუცია არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. როი რეიმონდის ბიზნესმა მისი 5 წლიანი მმართველობის მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. გახსნილი იქნა 6 მაღაზია და ამავე დროს კარგად მუშაობდა კატალოგებით პროდუქციის გაყიდვა.
მიუხედავად ამისა, 1982 წელს როიმ გარკვეული პრობლემების გამო ვიქტორია სიკრეტის სავაჭრო მარკა 4 მლნ. დოლარად მიჰყიდა კორპორაციის The Limited Brands მფლობელსლესლი ვეკსნერს.
ლესლი ვეკსნერმა შეცვალა  ვიქტორია სიკრეტის  პოლიტიკა. ქალის ფსიქოლოგიის კარგად მცოდნემ, ბიზნესის მართვის საკუთარი მიდგომით მოახერხა კომპანიის მსოფლიო მასშტაბებზე გაყვანა.
800px-Victoria's_Secret_Store_7,_722_Lexington_Ave,_New_York,_NY_10022,_USA_-_Dec_2012
თუ რაიმონდი, მაღაზიის გახსნისას ხელმძღვანელობდა საკუთარი გამოცდილებით და ზრუნავდა მამაკაცების კომფორტზე, ახალმა მფლობელმა ორიენტაცია აიღო ქალბატონებზე.
ვეკსნერმა დაიწყო ქალის თეთრეული მასიური წარმოება. გამორჩეული და სექსუალური სტილი ფასიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ძვირფასი თეთრეული კი გამოდიოდა მხოლოდ ევროპაში. ამიტომაც სარეკლამო კატალოგებში ვიქტორია სიკრეტის მთავარი ოფისი მითითებული იყო ლონდონში (მაშინ, როდესაც სინამდვილეში მთავარი ოფისი მდებარეობდა ოჰაიოში). ასე გრძელდებოდა 80–იანი წლების დასაწყისამდე.
თანდათან გაიზარდა კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი. ვიქტორია სიკრეტმა დაიწყო კაბების, აბრეშუმის პიჟამოების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვება.
კომპანიაში სამუშაოდ მოწვეული იქნა საუკეთესო სპეციალისტი – კორპორაციაში McKinsey & Company 14 წლის განმავლობაში ნამუშევარი ფინკელმანი.
1990 წლების დასაწყისში კომპანია ვიქტორია სიკრეტის ბრუნვა შეადგენდა 1 მილიარდ დოლარზე მეტს.
კომპანია მუდმივად ატარებს შოუებს, პროდუქციის ჩვენებების გამოსვლებში  სუპერმოდელების ჩართვით. პროდუქციის ახალ-ახალი მოდელები გამოდის ყველა სეზონზე.   გაყიდვების დონის შესანარჩუნებლად კომპანია დღესაც უშვებს კატალოგებს ტირაჟით 365 მლნ. ეგზემპლარი. იგი გამოდის წლის განმავლობაში 8 – ჯერ. კატალოგებიდან გაყიდვების წილი ვიქტორია სიკრეტის კომპანიაში შეადგებს მთლიანი ბრუნვის დაახლოებით მესამედს.
highlights-from-victoria-secret-fashion-show-2013-05
ვიქტორია სეკრეტის წარმოდგენებს ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებ. ვფიქრობ კომპანია მართლაც გამოირჩევა ქალის აქსესუარების ხარისხითა და მოდურობობით. წარმოდგენებს განსაკუთრებით მისი “ანგელოზები” ალამაზებენ. გთავაზობთ მათ ფოტოებს.
2014-victorias-secret-fashion-show-london-Adriana-Lima-Alessandra-Ambrosio--1024x674LONDON, ENGLAND - DECEMBER 02:  Model Doutzen Kroes walks the runway at the annual Victoria's Secret fashion show at Earls Court on December 2, 2014 in London, England.  (Photo by Pascal Le Segretain/Getty Images)

fashion-show-look-of-show-2015-model-adraina-lima-victorias-secret-hi-res landscape-1447175108-angels-indexLONDON, ENGLAND - DECEMBER 02:  Victoria's Secret models (L-R) Lily Aldridge, Candice Swanepoel, Doutzen Kroes, Alessandra Ambrosio and Adriana Lima  walks the runway during finale of the 2014 Victoria's Secret Fashion Show at Earl's Court exhibition centre on December 2, 2014 in London, England.  (Photo by Dimitrios Kambouris/Getty Images for Victoria's Secret)

victorias-secret-fashion-show-inline-02-151111_94fb1c8783999d5e1e7abd0a2324103f.today-inline-largeBrazilian model Adriana Lima poses on the runway during the 2014 Victoria's Secret Fashion Show at Earl's Court exhibition centre in London on December 2, 2014. AFP PHOTO / LEON NEAL  == RESTRICTED TO EDITORIAL USE ==        (Photo credit should read LEON NEAL/AFP/Getty Images)

Leave a Reply