კრუბერის გამოქვაბული აფხაზეთში

afxazeti

გამოქვაბული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმაა, დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულებთაგან სწორედ ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთის მხარეში მდებარეობს.  კრუბერის გამოქვაბულის სიღრმე 2191 მეტრია. ქართველმა ბიოლოგებმა ის 1960 წელს აღმოაჩინეს, ხოლო სახელი ცნობილი რუსი გეოგრაფის ალექსანდრე კრუბერის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელიც დასავლეთ კავკასიონის მთებს იკვლევდა  მე-20 საუკუნის დასაწყისში…

2016022900573267247

მღვიმის სრული სიგრძეა 13.432 კმ. 1987 წლამდე ის მხოლოდ  340 მეტრის სიღრმეზე იყო გამოკვლეული,  ხოლო 1999 წლიდან  დაიწყო მისი  სისტემატიური კვლევები.  2001 წელს უკრაინის სპელეოლოგთა გაერთიანების მკვლევარებმა მიაღწიეს  1710 მეტრ  სიღრმეს.  გამოქვაბულების მკვლევართა ჯგუფმა  CAVEX -მა უკრაინელი მკვლევარის ოლეგ კლიმჩუკის ხელმძღვანელობით  2005 წლის ივლისში მიაღწია 2040 მეტრს, ხოლო ოქტომბერში  2164-ს.  2007  წელს ოლეგ კლიმჩუკის ექსპედიციამ გაზარდა გამოკვლეული არე 2191 მეტრამდე და 13 კილომეტრით დაშორებულ შავი ზღვის ზედაპირამდე რჩება დაახლოებით  60 მეტრი.  არსებობს ვარაუდი, რომ  მისი სიღრმე უფრო დიდია, ვიდრე დღეს არის ცნობილი.

2016022900501167247

მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ.

large

***EXCLUSIVE, SPECIAL*** TIAN XING, CHINA: Staring down into the deep abyss this is not a sport for the faint hearted. Here in China's Miao Keng's underground caves, a team of international cave explorers claim to have discovered the worlds deepest underground shaft. Successfully connecting one large cave system to another the British and Russian teams successfully managed to create China's first one kilometre-deep cave. Accompanying the group of international cave enthusiasts, photographer Robert Shone spent two months documenting their discoveries in the vast spaces beneath Tian Xing. PHOTOGRAPH BY Robert Shone / BARCROFT MEDIA LTD UK Office, London. T +44 845 370 2233 W www.barcroftmedia.com Australasian & Pacific Rim Office, Melbourne. E info@barcroftpacific.com T +613 9510 3188 or +613 9510 0688 W www.barcroftpacific.com Indian Office, Delhi. T +91 997 1133 889 W www.barcroftindia.com

ცნობისთვის, კრუბერის გამოქვაბული “ეიფელის” კოშკზე 6.5 ჯერ, ხოლო დუბაიში მდებარე “ბურჯ ელ ხალიფას” ცათამბჯენზე 2.5 ჯერ უფრო მაღალია. გამოქვაბული ჯერ-ჯერობით მსოფლიოს უდიდეს გამოქვაბულის სტატუსით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ბევრ ტურისტსა და სპეციალისტს მასპინძლობს…

voronya

ვფიქრობ,კრუბერის გამოქვაბული – ეს არის დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ საქართველო, კავკასიის ეს პატარა ქვეყანა,ყველანაირად გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან.  მართლაც წარმოუდგენელია, მსოფლიოში ასობით ქვეყნიდან, უღრმესი გამოქვაბული საქართველოში მდებარეობდეს… მგონია და თითქმის დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ განძს გვინახავს, რომელიც მომავალში ყველას გაკვირვებას გამოიწვევს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე  მსოფლიო ლიდერებმა ქვეყნისადმი განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

 

 

Leave a Reply